მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

3 წლის თავზე, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Pullman-ი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სასტუმრო საქართველოში - თათია ჩიკვაიძე

news image

3 წლის თავზე, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Pullman-ი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სასტუმრო საქართველოში, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თათია ჩიკვაიძემ.

სასტუმრო წელს ოპერირების დაწყებიდან 3 წელს აღნიშნავს და ამ ხნის განმავლობაში Pullman Tbilisi Axis Towers-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს სტუმართმოყვარეობის ბაზარზე მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის.

„თავიდანვე ნათელი იყო ხედვა: პრემიუმ სასტუმროს წარდგენა, რომელიც შეესაბამება Pullman-ის გლობალურ სტანდარტებს და ასევე ასახავს თბილისის ადგილობრივ ხასიათსა და ენერგიას.

რა თქმა უნდა, ახალგახსნილ სასტუმროს რამდენიმე წელი სჭირდება, რომ კორპორატიული ბაზა შექმნას, დაიმკვიდროს თავი ბაზარზე და გაუწიოს სათანადო კონკურენცია თბილისში არსებულ საერთაშორისო ბრენდებს.

Accor-ის ბრენდის მოლოდინები ორიენტირებულია რეგიონში მაღალი დონის ბიზნესისა და სერვისის ნიმუშად იქცეს. შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ბრენდის 10-ზე მეტი სასტუმრო ოპერირებს და კიდევ იგეგმება ახალი სასტუმროების გახსნა. ქვეყნის მასშტაბით ეს არის ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელი“, - აცხადებს თათია ჩიკვაიძე. 

აღსანიშნავია, რომ Pullman Tbilisi Axis Towers ორიენტირებულია სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე.

შესაბამისად ჩვენი ტრენერი და ხარისხის მენეჯერი, წელიწადში რამდენჯერმე ატარებენ, როგორც ბრენდის სტანდარტების კურსს, ასევე Pullman-ისა და Accor-ის​ ღირებულებების ტრენინგებს.

მარკეტინგისთვის სასტუმრო იყენებს ციფრული რეკლამების, სოციალური მედიისა და გავლენიანი პარტნიორობის ნაზავს, რათა მიაღწიოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას. ჩვენ ასევე ვაწყობთ ღონისძიებებს, ბრენდის აქტივაციას და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელოვანებთან და ბიზნესებთან, რათა განვასხვაოთ სასტუმრო, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილის ადგილი“, - აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება - მაია ომიაძე

16.07.2025.11:00

ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება და ამინდი ხელს შეგვიწყობს როგორც მთაში ისე ზღვაზე, -  ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა. მისი თქმით, მარკეტინგული აქტივობების მთელი წლის განმავლობაშია გაწერილი და ასევე საქართველოს თემა, როგორც ტურისტული მიმართულებით, აქტიურია საერთაშორისო მედიაშიც. 


„გეგმები ძალიან აქტიური გაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური ზაფხულის სეზონი გვექნება და ამინდი ხელს შეგვიწყობს როგორც მთაში ისე ზღვაზე. იცით, რომ ჩვენთან ზაფხულის სეზონი არამხოლოდ ზღვასთან ასოცირდება სათავგადასავლო ტურიზმის ზაფხულის კომპონენტი მთაში ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ამ ყველაფერს მოსდევს ძალიან კარგი რამდენიმე ფესტივალი გაქვს, ვარსკვლავები ჩამოდიან საქართველოში. იცით, რომ Starring Georgia  მნიშვნელოვანი პროექტია, რის გამოც საქართველოში ჩამოდიან უცხოელი ვიზიტორები და დამატებითაც რჩებიან. შემოდგომაზე რთველი პერიოდი იწყება, რომელიც ასევე განსაკუთრებული ტურისტული პროდუქტია. მერე ზამთარი მოდის, წელს ძალიან აქტიური და დატვირთული კამპანიები გაქვს. საერთაშორისო გამოცემებში წელს ძალიან ბევრი, მსუყე სტატია მომზადდა. გაქვს წამყვან მედია პლატფორმებთან კამპანიები“, - აცხადებს ომიაძე.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა