3 წლის თავზე, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Pullman-ი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სასტუმრო საქართველოში - თათია ჩიკვაიძე
3 წლის თავზე, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Pullman-ი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სასტუმრო საქართველოში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თათია ჩიკვაიძემ.
სასტუმრო წელს ოპერირების დაწყებიდან 3 წელს აღნიშნავს და ამ ხნის განმავლობაში Pullman Tbilisi Axis Towers-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს სტუმართმოყვარეობის ბაზარზე მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის.
„თავიდანვე ნათელი იყო ხედვა: პრემიუმ სასტუმროს წარდგენა, რომელიც შეესაბამება Pullman-ის გლობალურ სტანდარტებს და ასევე ასახავს თბილისის ადგილობრივ ხასიათსა და ენერგიას.
რა თქმა უნდა, ახალგახსნილ სასტუმროს რამდენიმე წელი სჭირდება, რომ კორპორატიული ბაზა შექმნას, დაიმკვიდროს თავი ბაზარზე და გაუწიოს სათანადო კონკურენცია თბილისში არსებულ საერთაშორისო ბრენდებს.
Accor-ის ბრენდის მოლოდინები ორიენტირებულია რეგიონში მაღალი დონის ბიზნესისა და სერვისის ნიმუშად იქცეს. შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ბრენდის 10-ზე მეტი სასტუმრო ოპერირებს და კიდევ იგეგმება ახალი სასტუმროების გახსნა. ქვეყნის მასშტაბით ეს არის ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელი“, - აცხადებს თათია ჩიკვაიძე.
აღსანიშნავია, რომ Pullman Tbilisi Axis Towers ორიენტირებულია სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე.
შესაბამისად ჩვენი ტრენერი და ხარისხის მენეჯერი, წელიწადში რამდენჯერმე ატარებენ, როგორც ბრენდის სტანდარტების კურსს, ასევე Pullman-ისა და Accor-ის ღირებულებების ტრენინგებს.
მარკეტინგისთვის სასტუმრო იყენებს ციფრული რეკლამების, სოციალური მედიისა და გავლენიანი პარტნიორობის ნაზავს, რათა მიაღწიოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიას. ჩვენ ასევე ვაწყობთ ღონისძიებებს, ბრენდის აქტივაციას და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელოვანებთან და ბიზნესებთან, რათა განვასხვაოთ სასტუმრო, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილის ადგილი“, - აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
13.04.2026.14:29
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.
ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.