3 ივნისიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება
3 ივნისიდან, ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.
გადაწყვეტილება ამის შესახებ, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღო. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
,,ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ. ლიონი, იქნება საფრანგეთის მეორე ქალაქი, რომელიც პარიზის შემდეგ, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება. ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს იქნება სასიამოვნო სიახლე ქართველი ქომაგებისთვის, მარტივად შეძლონ დასწრება ლიონის ოლიმპიკში მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე და იხილონ ის ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე,-''განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბილეთების შეძენა ლიონის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.wizzair.com უკვე შესაძლებელია. ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 15 ქვეყნის 23 მიმართულებით ასრულებს. აპრილიდან კი ფრენებს კვლავ განაახლებს მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.