მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

25%-იანი ფასდაკლება ესპანეთის, ხოლო 10%-იანი ფასდაკლება ინგლისის რეისებზე - Wizz Air

news image

ესპანეთი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ავიაკომპანია Wizz Air-ი უერთდება ამ გამარჯვებას სპეციალური შეთავაზებით. ამ მოვლენის აღსანიშნავად, WIZZ გთავაზობთ 25%-იან ფასდაკლებას შერჩეულ ფრენებზე ესპანეთის მიმართულებით და უკან. გარდა ამისა, ავიაკომპანია ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს 10%-იან ფასდაკლებას შერჩეულ ფრენებზე ინგლისის მიმართულებით და უკან. დაჯავშნეთ თქვენი ადგილი ახლა და იმოგზაურეთ სექტემბრიდან ნოემბრამდე. არ გამოტოვოთ ეს შანსი, იზეიმოთ მსოფლიოსთან ერთად!

პრომოაქცია1 მოქმედებს 2024 წლის 15 ივლისის 00:00 საათიდან 23:59 საათის ჩათვლით, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით, CEST („პრომოაქციის მოქმედების პერიოდი 1“). პრომოაქცია1 გულისხმობს ბილეთის ტარიფზე 25%-იან ფასდაკლებას. 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ტარიფზე და არ მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებელს. 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება შერჩეულ ფრენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია https://wizzair.com-სა და WIZZ მობილურ აპში, პრომოაქციის მოქმედების პერიოდში. მგზავრობის პერიოდი შეზღუდულია 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე. პრომოაქცია ვრცელდება მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც გაფორმდება https://wizzair.com-ზე ან WIZZ მობილურ აპში. პრომოაქცია არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე.

პრომოაქცია2 მოქმედებს 2024 წლის 15 ივლისის 00:00 საათიდან 23:59 საათის ჩათვლით, ცენტრალური ევროპის დროით, CET („პრომოაქციის მოქმედების პერიოდი 2“). პრომოაქცია2 გულისხმობს ბილეთის ტარიფზე 10%-იან ფასდაკლებას. 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ტარიფზე და არ მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებელს. 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება შერჩეულ ფრენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია https://wizzair.com-სა და WIZZ მობილურ აპში, პრომოაქციის მოქმედების პერიოდში. მგზავრობის პერიოდი შეზღუდულია 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე. პრომოაქცია ვრცელდება მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც გაფორმდება https://wizzair.com-ზე ან WIZZ მობილურ აპში. პრომოაქცია არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის - მაია ომიაძე

29.09.2025.16:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი  ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. 

როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. 

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media,  წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.  ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ. 

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა