21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.
სხვა სიახლეები
Tarifa-ს სამიტი არის რეალური შესაძლებლობა, რომელიც არცერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან - ნინო ისაკაძე
16.04.2026.14:19
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო ღონისძიება - B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას ემსახურება.
სამიტი ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა და მასში ევროპის ქვეყნებიდან 50-მდე საერთაშორისო ბაიერი და 40 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა.
“ყვარლის ტბის რეზორტის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი ნინო ისაკაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები კერძო სექტორისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
“ჩვენი კომპანია, ყვარლის ტბის რეზორტი, უკვე მეორე წელია რაც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, პოტენციალს ძალიან დიდს ვხედავთ. ეს არის რეალურად ის შესაძლებლობა, რომელიც არც ერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან…საკმაოდ დიდი დაინტერესებაა საქართველოს მიმართულებაზე, კახეთის რეგიონზე. ძალიან ბევრი ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილები: ინგლისიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან. თანაც ზუსტად MICE სეგმენტი, რაც ჩვენ გვაინტერესებს” - აღნიშნა ნინო ისაკაძემ.
B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარომადგენლები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, დაათვალიერეს მუზეუმები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები. სამიტის მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს დაათვალიერეს, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტუქტურას და B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს მომავალ პარტნიორებთან.