მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7217.6
0.0281
flag
AZN 1.5845
-0.0003
flag
CNY 39.498
0.0019
flag
EUR 3.1687
-0.0084
flag
GBP 3.6395
-0.0044
flag
KZT 57.73
0.0023
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6931
-0.0005

2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა და $829.8 მილიონი შეადგინა - ტურიზმის ადმინისტრაცია

news image

2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი შემოვიდა: ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (140.7 მლნ. დოლარი, წილი 17.0%).

წელს პირველ სამ თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან(გაიზარდა 37.6 მლნ. აშშ. დოლარით, 36.4%-ით და 140.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, თურქეთიდან გაიზარდა 13.1 მლნ. აშშ.დოლარით, 12.2%-ით და 120.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. საუდის არაბეთიდან გაიზარდა 4.1 მლნ. აშშ. დოლარით, 47.6%-ით და 12.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმიდან მიღებული პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია - მაია ომიაძე

21.04.2026.13:33

2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები და რეკორდულ მაჩვენებელს, 829.8 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის შეფასებით, პოზიტიური დინამიკა განსაკუთრებით თვალსაჩინოა სტრატეგიული ბაზრებიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში.

“2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით არის გაზრდილი და 830 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით გაზრდილია შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიებით, აქტივობებითა და, რა თქმა უნდა, ავიაციის სექტორთან ერთობლივად მუშაობის შედეგად, ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან კვარტლიდან კვარტლამდე და წლიდან წლამდე იზრდება საერთაშორისო მოგზაურების თუ ტურისტების ვიზიტების ოდენობა და ეს ყველაფერი, ასევე, შემოსავლებზეც აისახება” - აღნიშნა მაია ომიაძემ.

2026 წლის I კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (36.4%-ით), თურქეთიდან (12.2%-ით) და საუდის არაბეთიდან (47.6%-ით).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა