მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მილიარდს მიაღწევს - Galt & Taggart

news image

2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.მათივე პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+4.9% წ/წ), ჩვენი შეფასებით. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს. საქართველოს ირანთან ეკონომიკური დამოკიდებულება ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება, სადაც ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები 2025 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანი შემოსავლების 2.7% შეადგენდა. აღნიშნული დაბალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება, ჩვენი შეფასებით“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია

03.03.2026.16:02

საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია მონაწილეობდა. ფორუმზე ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

ფორუმის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა შეხვედრები გამართეს წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ.

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე გამართული შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტურისტული მიმართულებები და ორგანიზაციები შეაფასეს. საერთაშორისო წამყვანი კომპანიების გადაწყვეტილებით ხმების უმრავლესობა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მიიღო.

“m&i Transatlantic Vienna 2026”-ზე უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალით, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების მოწყობის შესაძლებლობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა