2025 წლისთვის ინდოელი მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება - Wyndham Grand Tbilisi
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, ტურისტულ გამოფენაში 45-მდე კერძო კომპანიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. OTM-2025-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე შესახებ საუბრობს Wyndham Grand Tbilisi-ის წარმომადგენელი მაკა მანდარია.
“ჩვენი პერსპექტივიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა წარმატებული იქნება და დიდი იმედი გვაქვს ამ ტურისტული ბაზრის, ინდოეთიდან გვაქვს პირდაპირი ფრენა, კერძოდ დელიდან და ვფიქრობ 2025 წლისთვის ინდოელი მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად განაპირებებს ჩვენი სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის მაჩვენებლის ზრდას. ეს გამოფენა წარმატებულია, შეხვედრები საკმაოდ საინტერესო იყო. სამომავლოდ კიდევ თუ გაგრძელდება ინდოეთის გამოფენები ძალიან საინტერესო იქნება, როგორც სასტუმროებისთვის, ასევე ტურისტული სააგენტოებისთვის და ქვეყნისთვის რა თქმა უნდა“,-განაცხადა მაკა მანდარიამ.
OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.