2025 წლის ზაფხულის სეზონი ბევრად წარმატებული იქნება ვიდრე 2024 წლის - Mercure & Swissotel Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი
სასტუმრო „Mercure“-ისა და „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი ერდოღან შაჰინის ინფორმაციით, 2025 წელი სასტუმროებმა პოზიტიურად დაიწყეს. შაჰინის განცხადებით, პირველი კვარტალი იმედისმომცემი შედეგით დასრულდა.
„ადრეული ინდიკატორებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ზაფხულის პერიოდზე ამჟამად ჯავშნები საკმაოდ ბევრია და გვაქვს საგრძნობი ზრდა. ჩვენ ვხედავთ როგორც არსებული, ასევე აზიური ბაზრებიდან დაინტერესებას, რაც გვაძლევს რწმენას, რომ სეზონი ძალიან კარგი იქნება. ჩვენი პროგნოზებით, 2025 წლის ზაფხულის სეზონი ბევრად წარმატებული იქნება ვიდრე 2024 წლის“-განაცხადა Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალურმა მენეჯერმა.
ერდოღან შაჰინის თქმით, ახალი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრების ათვისებას.
„პოზიტიურ ტენდენციას ამყარებს ახალი პირდაპირი ფრენების დანიშვნა ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრებიდან, როგორიცაა: ინგლისი, ჩინეთი, ბალტიის ქვეყნები, რაც შემომავალი ტურიზმის გაზრდას ხელს უწყობს. ეს ახალი მიმართულებები არამარტო გააფართოებს ჩვენს წვდომას, არამედ ხელს შეუწყობს უფრო მაღალ შემოსავლიან ბაზრებზე გავიდეთ.
Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის განცხადებით, 2025 წელს შენარჩუნებულია ფასებიც.
„ამ ეტაპზე, ჩვენ ვინარჩუნებთ ფასებს გასული წლის დონეზე. ამჟამინდელი სტრატეგიაა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და დაჯავშნის ტენდენციებსა და ბაზარზე ყურადღებით დაკვირვება. ეს ასევე დამოკიდებულია, თუ როგორი იქნება მოთხოვნა ზაფხულში, სეზონის პიკში. თუ მოთხოვნა გაიზრდება, როგორც მოსალოდნელია, ჩვენ შეგვიძლია ფასები დავარეგულიროთ, რომ ყოველთვის შესაბამისობაში ვიყოთ, როგორც საერთო ბაზრის პირობებთან, ასევე სტუმრების მოლოდინებთან“, - აღნიშნა ერდოღან შაჰინმა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.