მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

2025 წლის პირველ კვარტალი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით - მაია ომიაძე

news image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომაიძე 2025 წლის პირველ კვარტალს აჯამებს.

მაია ომიაძის განცხადებით, იანვარი-მარტის პერიოდი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით.

„2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავლებმა ტურიზმის ინდუსტრიიდან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ის ფაქტი, რომ ყველა მიმართულებით პირველი კვარტალი ძალიან წარმატებული იყო. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებში ზრდა გვაქვს, როგორც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე 2019 წელთან მიმართებით. ტურისტულმა ვიზიტებმა 958 ათასს გადააჭარბა, რაც დიდი ზრდაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის პირველი კვარტალი ტურიზმის ინდუსტრიისთვის საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზარზე აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს, იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს. წინ ზაფხულის სეზონი გველოდება და ვფიქრობთ, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოსთვის, კერძო სექტორისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება", - განაცხადა მაია ომიაძემ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ" კონვენციაზე მიერთების საკითხზე იმსჯელა

23.06.2025.19:25

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ" კონვენციის ძალაში შესვლის პროცედურების დასრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიმართ გასაკეთებელი დეკლარაციების პროექტი განიხილა.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კონვენციის მთავარი მიზანია თვითმფრინავებისა და სხვა საავიაციო მოწყობილობების შესყიდვის, იჯარის ან ლიზინგის შემთხვევაში, ფინანსური რისკების შემცირება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კონვენციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ოქმი, რომელიც  ავიაციის სფეროში გარანტიების ქმედით მექანიზმებს აწესრიგებს. მისივე თქმით, კონვენციასა და ოქმთან შეერთების პროცედურების დასრულების მიზნით, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 6 ნოემბრის დადგენილებაში და დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს დეკლარაციების ახალი რედაქციის გათვალისწინებით. 

„კონვენციაზე შეერთებით გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიაში. კონვენცია ახდენს სამართლებრივი სტანდარტების ჰარმონიზაციას, რაც ამარტივებს ტრანსნაციონალურ ლიზინგს და ფინანსურ ოპერირებას. შესაბამისად, საქართველო წარმოჩინდება როგორც საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ავიაბაზრისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საავიაციო სექტორში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სხდომაზე განხილულ საკითხს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა