მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

2025 წლის I კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა და $826.0 მილიონი შეადგინა

news image

2025 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია.

 

2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან - 19.8 % და საუდის არაბეთიდან - 12.3%. ამავდროულად სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5%-ით განისაზღვრა და 103.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები - 2025 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა.

 

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

 

ქვეყანა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი

აზერბაიჯანი

48.6

ბელარუსი

15.9

თურქეთი

107.1

ირანი

27.2

ისრაელი

114.2

რუსეთი

141.8

საუდის არაბეთი

8.7

სომხეთი

28.2

უკრაინა

33.7

ევროკავშირი

103.2

დანარჩენი ქვეყნები

197.4

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Kera Ethno Group ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს

16.03.2026.10:00

Kera Ethno Group • კერა ეთნო ჯგუფი, რომელმაც ოპერირება 2025 წელს დაიწყო, ზაფხულის ტურისტულ სეზონისთვის აქტიურად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, რევაზ ჯანელიძემ აღნიშნა, იგეგმება გარე სივრცეების მოწესრიგება და საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა. მნიშვნელოვანი სიახლეა ქუთაისის აეროპორტიდან უფასო ტრანსფერის სერვისის დამატებაც, რომელიც სტუმრებისთვის ზაფხულის სეზონიდან ამოქმედდება.

„ახლა ტურისტული სეზონი ნამდვილად არ არის, თუმცა 2025 წელი, რომ შევაჯამოთ, ახალბედა ობიექტისთვის კარგი მაჩვენებლები გვქონდა. ტურისტული ნაკადი დაახლოებით 60–70%-ს შეადგენდა, დანარჩენი კი ადგილობრივი სეგმენტი იყო. რაც შეეხება მიმდინარე გეგმებს, დავიწყეთ ახალი პროექტები - საუბარია ბავშვთა საგანმანათლებლო აგრო-ტურებზე, რომელიც მოიცავს აგრო-ტურიზმის განვითარებას როგორც ქალაქში, ასევე რეგიონსა და ქვეყანაში ზოგადად. გარდა ამისა, გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები: წამყვან უნივერსიტეტებთან ვდებთ ხელშეკრულებებს, რათა სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა გადაამზადონ და გაიარონ სტაჟირება აგრო მიმართულებით, მენეჯმენტის, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებებით“, - განმარტავს რევაზ ჯანელიძე.

დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაფერი „კერასა“ და „ჰერბიას“ ერთობლივი პროექტია და „კერას“ განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

„რაც შეეხება გაფართოებას, ვგეგმავთ როგორც გარე სივრცეების, ისე საბავშვო გასართობი მიმართულებების განვითარებას. ამ პროექტებზე უკვე დაწყებულია მუშაობა. რეალურად, გარე სივრცეების მოწესრიგება დაწყებულია და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დასრულდება. დღეს ობიექტზე აქტიურად შემოდიან ტურისტები. ტურისტული მოძრაობა მაღალია, ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ჩვენი პარტნიორების თქმით, მოთხოვნა მაღალია. საქართველო რეგიონში ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს, რაც ტურისტულ ინტერესზეც აისახა“, - აცხადებს რევაზ ჯანელიძე.

„კერას“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ობიექტი ადგილია, სადაც არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ღირებულებებსაც სთავაზობენ. ტურისტული ობიექტი აერთიანებს:

საოჯახო მარანს - ღვინის 8000-წლიან კულტურის ცოცხალ გამოხატულებას;

ძველი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმს - წარსულის ყოფითი მემკვიდრეობის არქივს;

განთავსების სერვისს „საცხოვრისი“ - ცხოვრების სტილს, რომელიც დაფუძნებულია წარსულისა და ხარისხზე ორიენტირებული სტუმართმოყვარეობის შერწყმაზე;

კვების ობიექტს „სანადიმო“ - კერძები მზადდება ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებზე;

ვორქშოპებს, მასტერკლასებსა და საკონფერენციო სივრცეს - თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას;

აგრო და კულტურულ ტურს ერთ ეზოში - სტუმარს მრავალფეროვან შთაბეჭდილებებსა და პოზიტიურ ემოციებს ანიჭებს;

ჰერბიას - წამყვან ბრენდს, რომლის ბუნებრივი პროდუქტები უკვე აღიარებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

„კერა“ უკვე წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც ემსახურება მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალ ეტაპზე გადაჰყავს როგორც წყალტუბოს, ისე მთელი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალი.

„კერა“ - სივრცე, სადაც სტუმრის მოლოდინი ყოველთვის მართლდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა