მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით დავასრულეთ - ლევან მოსეშვილი

news image

საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით,იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით  რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 17 ათასამდე რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

,,2025 წლის პირველი ნახევარი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით პირველი 6 თვის პერიოდი რეკორდული რაოდენობის მგზავრთნაკადით დაგვესრულებინა. ჯამურად ყველა საერთაშორისო აეროპორტში სამ ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, რაც წინა წელთან შედარებით 14 %-იან ზრდას წარმოადგენს. 

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა როგორც 6 თვის მონაცემებით, ისე ივნისის თვეში ცალკეულ აეროპორტებში. რაც ხაზს, უსვამს, ჩვენს სწორ საავიაციო პოლიტიკას და უწყებების კოორდინირებულ მუშაობას. რის ფონზე ქვეყანაში მხოლოდ 2025 წელს 5 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

თბილისის  შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი პირველ 6 თვეში ისტორიულად ყველაზე მეტ, 2 358 937 მგზავრს მოემსახურა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შეადგინა. რაც შეეხება, რეისების რაოდენობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივნისში 11,814 რეისი მიიღო, რამაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-იანი ზრდა აჩვენა.  

რეკორდული იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსთვისაც. იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. რეისების ოდენობამ კი პირველ 6 თვეში 2,505 შეადგინა, რაც 8 %-ით მეტია 2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებულ რეისებთან შედარებით.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 450 330 მგზავრსა და 2,121 რეისს მოემსახურა. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 35%-იანი და რეისების 38%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.  

მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმია საქართველოს აეროპორტებში როგორც პირველი 6 თვის, ისე თითოეულ საერთაშორისო აეროპორტში ივნისის თვეში. ივნისის თვეში, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის ივნისში 758,279 მგზავრსა და 3,399 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 8-%-იანი და რეისების14-%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  მგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა  გასულ თვეში 170,276 მგზავრი და 519 რეისი მიიღო, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 17%-იან ზრდას, ხოლო რეისების კუთხით 23%-იან ზრდას წარმოადგენს. 

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი ივნისში 121,586 მგზავრსა და 583 რეისს მოემსახურა. წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 22%-იანი და რეისების 38 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Kera Ethno Group ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს

16.03.2026.10:00

Kera Ethno Group • კერა ეთნო ჯგუფი, რომელმაც ოპერირება 2025 წელს დაიწყო, ზაფხულის ტურისტულ სეზონისთვის აქტიურად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, რევაზ ჯანელიძემ აღნიშნა, იგეგმება გარე სივრცეების მოწესრიგება და საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა. მნიშვნელოვანი სიახლეა ქუთაისის აეროპორტიდან უფასო ტრანსფერის სერვისის დამატებაც, რომელიც სტუმრებისთვის ზაფხულის სეზონიდან ამოქმედდება.

„ახლა ტურისტული სეზონი ნამდვილად არ არის, თუმცა 2025 წელი, რომ შევაჯამოთ, ახალბედა ობიექტისთვის კარგი მაჩვენებლები გვქონდა. ტურისტული ნაკადი დაახლოებით 60–70%-ს შეადგენდა, დანარჩენი კი ადგილობრივი სეგმენტი იყო. რაც შეეხება მიმდინარე გეგმებს, დავიწყეთ ახალი პროექტები - საუბარია ბავშვთა საგანმანათლებლო აგრო-ტურებზე, რომელიც მოიცავს აგრო-ტურიზმის განვითარებას როგორც ქალაქში, ასევე რეგიონსა და ქვეყანაში ზოგადად. გარდა ამისა, გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები: წამყვან უნივერსიტეტებთან ვდებთ ხელშეკრულებებს, რათა სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა გადაამზადონ და გაიარონ სტაჟირება აგრო მიმართულებით, მენეჯმენტის, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებებით“, - განმარტავს რევაზ ჯანელიძე.

დამფუძნებლის თქმით, ეს ყველაფერი „კერასა“ და „ჰერბიას“ ერთობლივი პროექტია და „კერას“ განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

„რაც შეეხება გაფართოებას, ვგეგმავთ როგორც გარე სივრცეების, ისე საბავშვო გასართობი მიმართულებების განვითარებას. ამ პროექტებზე უკვე დაწყებულია მუშაობა. რეალურად, გარე სივრცეების მოწესრიგება დაწყებულია და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დასრულდება. დღეს ობიექტზე აქტიურად შემოდიან ტურისტები. ტურისტული მოძრაობა მაღალია, ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ჩვენი პარტნიორების თქმით, მოთხოვნა მაღალია. საქართველო რეგიონში ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს, რაც ტურისტულ ინტერესზეც აისახა“, - აცხადებს რევაზ ჯანელიძე.

„კერას“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ობიექტი ადგილია, სადაც არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ღირებულებებსაც სთავაზობენ. ტურისტული ობიექტი აერთიანებს:

საოჯახო მარანს - ღვინის 8000-წლიან კულტურის ცოცხალ გამოხატულებას;

ძველი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმს - წარსულის ყოფითი მემკვიდრეობის არქივს;

განთავსების სერვისს „საცხოვრისი“ - ცხოვრების სტილს, რომელიც დაფუძნებულია წარსულისა და ხარისხზე ორიენტირებული სტუმართმოყვარეობის შერწყმაზე;

კვების ობიექტს „სანადიმო“ - კერძები მზადდება ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებზე;

ვორქშოპებს, მასტერკლასებსა და საკონფერენციო სივრცეს - თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას;

აგრო და კულტურულ ტურს ერთ ეზოში - სტუმარს მრავალფეროვან შთაბეჭდილებებსა და პოზიტიურ ემოციებს ანიჭებს;

ჰერბიას - წამყვან ბრენდს, რომლის ბუნებრივი პროდუქტები უკვე აღიარებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

„კერა“ უკვე წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც ემსახურება მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალ ეტაპზე გადაჰყავს როგორც წყალტუბოს, ისე მთელი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალი.

„კერა“ - სივრცე, სადაც სტუმრის მოლოდინი ყოველთვის მართლდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა