2025 წელს საქართველოში 8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს ველით - მაია ომიაძე მოლოდინებზე
2025 წელს საქართველოში 8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს ელოდებიან. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იქნება, რასაც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიც ამყარებს.
„მოლოდინებს რაც შეეხება, ჩვენ ყოველი წლის ბოლოს მომდევნო წლის მოლოდინებს ვაკეთებთ. ეს ყველაფერი გარკვეული დაშვებებით კეთდება - წინა წლის მდგომარეობა, ფრენების სიხშირეების, ახალი მიმართულებების სავარაუდო რაოდენობა და ამ დაშვებებით გარკვეული ციფრები გამოგვყავს. შესაბამისად პირველი ორი კვარტალის მოლოდინების საკმაოდ პოზიტიური იყო, თუმცა მოსული ციფრები უფრო გვარწმუნებს რომ ძალიან სწორად, დინამიურად მიმდინარეობს ზაფხულის სეზონი. არსებული მაჩვენებლებით თითქმის 5%-იანი ზრდა გაქვს და 3 მლნ-ს გადააჭარბა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ. უკვე ტურისტული ვიზიტები 2 მლნ-ზე მეტია, რაც დაახლოებით 7%-იანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ძალიან კარგი მონაცემებია. ტენდენციას, რომ შევხედოთ 2019 წლიდან დღემდე შემოსავლებში თუ გადაჭარბება გაქვს, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ნაკლები ტურისტი მეტ ფულს ხარჯავს, რაც მახარჯველუნარიანი ტურისტის მატებას გულისხმობს. ასევე იცით, რომ ეს ჩვენი მიზანი და სტრატეგია არის, ვიზიტორებში ჯერ კიდევ აღდგენის დინამიკაში ვართ. საუბარი მაქვს რაოდენობის კუთხით, შემოსავლებში გადაჭარბებაა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წელი გვექნება. 8 მლნ საერთაშორისო მოგზაურს ვფიქრობთ, რომ ვუმასპინძლებთ. პირველი და მეორე კვარტალი ამ ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს“, - აცხადებს ომიაძე.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მზარდია ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე გაზრდილია საშუალო ღამის თევების რაოდენობაც.
„რამდენიმე კომპონენტია. ერთია, რომ უფრო მეტს ხარჯავს, მეორეა, რომ გაიზარდა მოგზაურობის დღეების რაოდენობა. თუ მანამდე საშუალო მოგზაურობის პერიოდი იყო 3,5 დღე და დანახარჯი ამ დღეებზე წლების მიხედვით, საშუალო ვიზიტების დღეების რაოდენობას გაიზარდა და 5,5-6,5 დღემდე ავიდა და საშუალო დღეზე დანახარჯებიც გაიზარდა. ეს დანახარჯები ქვეყნების მიხედვით არის სხვადასხვა. ზოგი ტურისტი უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ზოგი კიდე ნაკლებს. თუმცა მთლიანობაში გარდა იმისა, რომ უფრო მეტს ხარჯავენ ეს ადამიანები უფრო დიდხანს რჩებიან ქვეყანაში“, - აცხადებს ომიაძე.
სხვა სიახლეები
15.07.2025.16:00
აგვისტოს თვე უკვე 60%-ით არის დაჯავშნილი წინასწარ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან რაჭაში მდებარე გლემფინგ კოტეჯების Wine Space-ს დამფუძნებელმა მარიამ მარგიანმა განაცხადა.
Wine Space ბაზარზე ბაზარზე უკვე 7 წელზე მეტია ოპერირებს და სტუმრებს შორის როგორც უცხოელი, ისე ქართველი დამსვენებლების მნიშვნელოვანი წილი ფიქსირდება.
„ჩვენ აქტიურად 2019 წლიდან ვფუნქციონირებთ, თუმცა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. სეგმენტს რაც შეეხება გვყავს, როგორც ქართველი სტუმრები, ასევე სტუმრები ევროპიდან.
2024 წელს ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების რაოდენობა 40/60-ზე იყო. საკმაოდ ბევრ სტუმარს ვიღებთ ისრაელიდან. ასევე, 2024 წელს ბევრი სტუმარი მივიღეთ გერმანიიდან.
რაც შეეხება მიმდინარე ტურისტულ სეზონს – აგვისტოს თვეზე წინასწარი ჯავშნების მიხედვით უკვე გაყიდულია 60%-ზე მეტი.
ველოდებით, რომ დატვირთულობა კიდევ გაიზრდება. რაჭის მიმართულებით წელსაც აქტიურია ისრაელის ბაზარი, თუმცა განსხვავებით წინა წლებისგან, გერმანიიდან სტუმრების ნაკადი შედარებით შემცირებულია. ამ ეტაპზე ჯავშნები საკმაოდ შერეულია და ძნელია კონკრეტული ქვეყნების გამოყოფა – ინტერესს იჩენენ სხვადასხვა რეგიონიდან. რაჭა ბევრისთვის სპეციფიკური, ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა და შესაბამისად, არ აქვს ისეთი მასშტაბური პრომოუშენი, როგორიც თბილისს, ბათუმს ან სხვა პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებს.
რაც შეეხება გლემფინგ სივრცეებს – ისინი მაღალი კატეგორიის სასტუმროს ყველა სერვისს სთავაზობენ სტუმარს, ტყის გარემოში სრულად ბუნებრივ გამოცდილებასთან ერთად. გლემფინგებიდან ერთ-ერთი დამატებით აღჭურვილია პირადი გარე ჯაკუზით, რაც განსაკუთრებით პოპულარულია სტუმრებს შორის,“ – აღნიშნავს Wine Space-ის დამფუძნებელი.
გარდა განთავსებისა Wine Space საკუთარ სტუმრებს სხვადასხვა სერვისებსაც სთავაზობს.
„ადგილზე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მეწარმეებთან და ჩვენს სტუმრებს ერთობლივად ვთავაზობთ სხვადასხვა საცხენოსნო ტურებს, კატერით გასეირნებას შაორის ტბაზე. ასევე, ჩვენ თვითონვე ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელსაც ჩვენს დამსვენებლებს ვთავაზობთ“, - აცხადებს მარიამ მარგიანი.
Wine Space-ს ინფრასტრუქტურა მოიცავს ტყის შუაგულში 3 სხვადასხვა კატეგორიის გლემფინგს და 100-წლიან ხის ვილას.
„ადგილზე ამ დროისათვის გვაქვს 3 გლემფინგი და 100 წლის აღდგენილი ვილა. სულ დაახლოებით 23 ადამიანის მიღების საშუალება გვაქვს ამ ეტაპზე“, - აცხადებს Wine Space-ს დამფუძნებელი.
Wine Space სამომავლოდ გაფართოებას განიხილავს, თუმცა მაინც ყველაფერი გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ტურიზმის განვითარება არსებული ტემპით გაგრძელდება თუ არა.
„გაფართოება დამოკიდებულია მიმდინარე ვითარებაზე, თუ როგორ განვითარდება გლობალურად მოვლენები. თუმცა გეგმები გვაქვს და უფრო გლემფინგის მიმართულების განვითარებას განვიხილავთ. ჩვენ ინფრასტრუქტურას ყოველწლიურად ვავითარებთ და მომხმარებელს ყოველწლიურად სიახლეებს ვთავაზობთ“, - განმარტავს მარიამ მარგიანი.
Wine Space-ის მაგალითზე საშუალო ღამისთევების რაოდენობა 2 ღამეს შეადგენს და როგორც ტურისტულ ობიექტში განმარტავენ, აქ სხვაობა უცხოელ და ქართველ სტუმარს შორის არ არის.
„ზოგადად რაჭაზე დიდხნიანი ჯავშნები ნაკლებადაა, საშუალო კი 2-3 დღეა“, - აცხადებს მარიამ მარგიანი.
Wine Space ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარეობს - უფრო კონკრეტულად კი ამბროლაურის ცენტრიდან და აეროპორტიდან ავტომობილით 8 წუთის სავალ გზაზე.