მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

2025 წელს ბათუმში ტურიზმის პიკია - Le Méridien Batumi

news image

უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული. 2025 წელს ბათუმში ტურიზმის პიკი შეიმჩნევა - ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო სასტუმროები პრაქტიკულად ყოველდღიურად სრულად იჯავშნება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც მიმდინარე წელს მგზავრთა რაოდენობა 35 %-ით და რეისების რაოდენობა 38 %-ით გაზარდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ზრდაა.

ამის ფონზე სასტუმრო Le Méridien Batumi-ში განსაკუთრებულ დატვირთულობაზე საუბრობენ - ნომრები დიდი ხნით ადრე იჯავშნება, მოთხოვნა კი ყოველდღიურად იზრდება.

როგორც Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი ნონა შოთაძე აღნიშნავს, ტურისტული ნაკადების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ახალმა პირდაპირი ავიარეისებმაც შეიტანა. შედეგად, ბათუმი აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან - განსაკუთრებით აქტიურია ტურისტები თურქეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, გალფის ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთიდან და ა.შ. რაც აძლიერებს ქალაქის მრავალფეროვან საერთაშორისო ხასიათს.

„სასტუმრო პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმშია დატვირთული - ეს ჩვენთვის წლის ყველაზე ინტენსიური პერიოდია“, - აცხადებს Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი.

ნონა შოთაძის თქმით, სტუმრები ჩამოდიან ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან, ასევე მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიურია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ვიზიტორები, გარდა ამისა, გაიზარდა ადგილობრივი ტურისტების ნაკადიც.

ბათუმის ტურისტულ ბაზარზე Le Méridien Batumi-ის კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ სერვისის მაღალი ხარისხი არ არის, ასევეა მრავალფეროვანი შეთავაზებები. „Le Méridien Batumi გთავაზობთ მეტს, ვიდრე უბრალოდ კომფორტს - ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და მოგონებებს, რომლებიც სტუმრებს აჭარასთან, ბათუმთან და საქართველოსთან აკავშირებს, აძლიერებს მათ სურვილს დაბრუნებისა და ურთიერთობის გაგრძელების“, - აცხადებს Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ Le Méridien Batumi აგვისტოში მასპინძლობს გამოფენებს, მუსიკალურ პერფორმანსებს, მასტერკლასებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს, რაც მაღალი დატვირთვის ფონზე კიდევ უფრო გამდიდრებულ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს.

„დღეს უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული“, - ამბობს ნონა შოთაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა