2024 წლის დეკემბერში, საქართველოში, Airbnb-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთულობა 2023 წლის დეკემბერთან შედარებით გაიზარდა
Airbnb-ის მონაცემებით, საქართველოში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი 2024 წელს გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. გასულ წელს, დატვირთვის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელმა 46.1% შეადგინა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +1.2%-ია.
2024 წლის დეკემბერში, საქართველოში, Airbnb-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების 44.8% იყო დატვირთული, რაც +2.6%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2024 წლის დეკემბერში თბილისში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტმა 48.4% შეადგინა, ზრდა 2023 წლის დეკემბრის თვის პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.
აღსანიშნავია, რომ Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა გაზრდილია კომპანია Galt & Taggart-ის მონაცემებით.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, თბილისში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა გაიზარდა +9.5%-ით 2023 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ბათუმში 20.8%-ით.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.