მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

2024 წელი ტურიზმისთვის საკმაოდ ნორმალური და კარგი წელი იყო - HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლი

news image

2024 წელი ტურიზმისთვის საკმაოდ ნორმალური და კარგი წელი იყო, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდულ, ზოგჯერ ხანმოკლე და ზოგჯერ ხანგრძლივ ამოვარდნებს, რომელიც დარგმა შექმნილი არასტაბილური გარემოს გამო  მიიღო, - ამის შესახებ მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. 

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, რომ არა ეს წერტილოვანი დარტყმები სექტორს უფრო მაღალ მაჩვენებლებზე გასვლა შეეძლო. 

„დარწმუნებული ვარ, რომ კვარტალურად უფრო მაღალ მაჩვენებელზე გავიდოდით, რომ არა ეს წერტილოვანი დარტყმები. რაც რეალურად ყველაზე მეტად აისახა დედაქალაქის ცენტრში მყოფ სასტუმროებზე და MICE-ტურიზმზე. ასევე კორპორატიულ და ივენთების მიმართულებაზე. 

რაც შეეხება ნომრების დატვირთულობას, იანვრიდან ნოემბრამდე სასტუმრო ნომრები საკმაოდ კარგად იყო დატვირთული. დეკემბერიც ასე თუ ისე შევსებული იყო. თუმცა 2025 წლის იანვარ-თებერვალი უკვე იმ მოცულობით შევსებული აღარ არის, როგორი მოლოდინიც გვქონდა და ჯერჯერობით ვართ 40%-იანი დატვირთულობის ნიშნულზე.

თუ კი 2024 წელს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ის ბევრად უკეთესი იყო ვიდრე 2023 წელი. ზოგადად ყოველწლიურად 10%-იანი ზრდაა და კოვიდამდე პერიოდთან შედარებით ჯამში 83%-მდეა აღდგენა, რაც ტურიზმის სექტორში მოღვაწე სუბიექტებისთვის დადებითი შედეგია“, - ამბობს გიორგი დოლიძე.

HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორის სტაბილურად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. 

„იმისათვის, რომ ტურიზმის სექტორი იყოს კარგად და კიდევ უფრო დიდი ზრდა ვაჩვენოთ, მთავარია რომ ქვეყანაში არ იყოს დესტაბილიზაცია და არეულობა. თუ იქნება ქაოსი და აქციები გაგრძელდება ეს თავისთავად ისევ შეგვეხება და 2024 წლის მსგავსად ისევ ვერ მიაღწევს იმ ნიშნულს, რისი პროგნოზებიც გვაქვს. 

ხოლო დანარჩენი, რაც უნდა გაკეთდეს და მუდმივად კეთდება ეს არის გაძლიერებული მარკეტინგი, მეტი პირდაპირი ფრენების დამატება, ახალი ბაზრების მოძიება, ევროპული ბაზრისთვის უფრო მეტი ფუშინგი და მარკეტინგულად უფრო მეტად აქტიურობა, რომ იქიდან უფრო მეტად შემოვიყვანოთ მაღალ მხარჯველი ტურისტები. ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ორიენტირებულობა და პარტნიორების მოძიება. და ასევე აზიიდან მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანა, რომელიც შესაძლოა ევროპელ მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებს არც ჩამოუვარდებოდნენ“ - ამბობს გიორგი დოლიძე. 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა