მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

12 წელია ბიზნესს საშუალება მიეცა ამოესუნთქა | ნოშრევან ნამორაძე

news image
mbc image

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მზარდი მაჩვენებლები, ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები, ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო - ირაკლი კობახიძე

16.11.2026.12:19

ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მუდმივად მზარდი მაჩვენებლები, გვაქვს ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი, მუდმივი მზარდი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები და ა.შ. ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაიხვეწა ქონების მართვის პრაქტიკა, პრივატიზაციის პრაქტიკა, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი წესით ქონების პრივატიზაციის პრაქტიკა, რაც კორუფციის პოტენციური წყაროც იყო და ამცირებდა სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლებს.

„ახლა მთლიანად ჩაკეტილია ეს პრაქტიკა, შესაბამისად, ამის შედეგიც არის ის, რომ ჩვენი პრივატიზაციის გეგმა გასული ორი წლის განმავლობაში გადაჭარბებით სრულდება. საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი რამ კეთდება. ყველა მიმართულებით გვაქვს ახალი ინიციატივები, ამისათვის მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მადლობა ასევე ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს. ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური დისციპლინა, ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ზოგადად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, ამაში ფინანსთა მინისტრის როლი არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისათვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა