YouTube Premium-ის გამოწერის ფასი გაიზარდა
კომპანია Google-მა YouTube Premium-ის გამოწერის ღირებულება თვეში $13,99-მდე გაზარდა, რაც წინა ფასთან შედარებით $2-ით მეტია.
წლიური გამოწერის ფასი გაიზარდა $20-ით $139.99-მდე. შესაბამისი შეტყობინება გამოქვეყნებულია სერვისის მხარდაჭერის გვერდზე.
ასევე გაიზარდა YouTube Music-ის გამოყენების ღირებულება, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც დამოუკიდებელი შეთავაზება ან როგორც YouTube Premium გამოწერის ნაწილი. ფასი - $10,99 თვეში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ფასების ზრდა დაფიქსირდა სხვა მუსიკალურ სერვისებზე, მათ შორის Apple Music-ზე, Amazon Music-სა და Tidal-ზე.
ამავდროულად, Spotify აგრძელებს ფასების იგივე დონის შენარჩუნებას და მომხმარებლებისგან თვეში 9,99 დოლარს იღებს. თუმცა, Spotify-ის მენეჯმენტმა უკვე გამოაცხადა ფასების გაზრდის სურვილი, ამიტომ ეს შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღება მალე მოხდეს.
ამჟამად უცნობია, როდის აისახება YouTube Premium-ის ფასის ზრდა არსებულ გამომწერებზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.11:30
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.
• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G
• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl
• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO
ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.