ველოდებით, რომ საერთაშორისო სტარტაპებისთვის საქართველო გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი და ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ - ავთანდილ კასრაძე
სწრაფი ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია ტექნოლოგიების ინდუსტრიის ზრდასთან, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობის ინიციატივით ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდა, რაც პირველ სამი წლის განმავლობაში 0%-იან საშემოსავლო საგადასახადო ტვირთს გულისხმობს. კასრაძის განმარტებითვე, ეკონომიკის დაჩქარებაში და მაღალი ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში უკვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს 8-მდე სტარტაპმა, რომელთაც შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით მიიღეს ოფიციალური სტატუსი. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, რაც ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციას და ინოვაციური ეკონომიკის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
„ინოვაციები, ტექნოლოგიები არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სექტორი. თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს მის როლს ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში ჩვენი სწრაფი ეკონომიკური ზრდა პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ამ ინდუსტრიის ზრდასთან და მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ეკონომიკის დაჩქარებაში ამ სექტორმა შეასრულა და კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს ამას. ამ მიმართულებით, ინოვაციების სტატუსის შემოღება საქართველოს მთავრობის განზრახული გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ ჩვენ დამატებით მოვიზიდოთ მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციები ქართულ ბიზნესში, ტექნოლოგიურ სექტორში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ეს უზრუნველყოფს დამატებითი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყანაში დამატებითი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვინდა რომ ეს ტექნოლოგიური სიკეთეები საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს და ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაცია უზრუნველყოს.
სტარტაპის სტატუსი თავისთავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მთავრობის მხრიდან. წლების განმავლობაში ჩვენ ინოვაციურ სტარტაპებს სხვადასხვა კუთხით ვეხმარებოდით. ეს იყო დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა, საერთაშორისო-საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირება მათი, საერთაშორისო აქსელერატორის პროგრამები, ინკუბატორის პროგრამები, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი სტარტაპების კიდევ უფრო სწრაფად განვითარებას და ამასთან ერთად, ჩვენ ვთქვით რომ მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კუთხით კიდევ დამატებითი მექანიზმი შემოვიღოთ და უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები კეთდება ინოვაციური სტარტაპებისთვის.
პირველი სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად განულებული არის მათი საშემოსავლო-საგადასახადო ტვირთი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტვირთი სტარტაპებისთვის, რომლებიც ჯერ პროდუქტის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და მათ არც კი დაუწყიათ პროდუქტის გაყიდვა. შესაბამისად, ისინი ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს და ამ პერიოდში აბსოლუტურად ყველა თანამშრომელზე მათ ექნებათ 0 %-იანი საგადასახადო რეჟიმი, რაც 20 %-ით უზოგავს ნებისმიერ ხარჯს, რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტი რესურსი მიემართება განვითარებაში და საერთაშორისო კონკურენციაში გამარჯვების. როცა ვსაუბრობთ ინოვაციურ სტარტაპებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური დონის სტარტაპებზე. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
8 სტარტაპმა უკვე მიიღო ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. არ არის მარტივი სტარტაპის სტატუსის მიღება. ძალიან ბევრი რთული კრიტერიუმებია, რომელიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. ინვესტიცია უნდა ჰქონდეთ მოზიდული, ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ სტარტაპებზე, რომელსაც ინვესტიცია არ აქვთ მოზიდული ან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამაში უნდა იყვნენ გამარჯვებული, რომელიც ასევე რთული პროცესია. საერთაშორისო ვენჩურული საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებისგან შედგება კომისია, რომლებიც არჩევენ დაფინანსებულებს და თან ინვესტიცია ყველასგან არ ითვლება ინვესტიციად. კვალიფიციური ინვესტიცია სტარტაპის სტატუსის მისაღებად ეს უნდა იყოს ან ვენჩურული
საინვესტიციო ფონდი, ან ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ან საერთაშორისო აქსელერატორი და ინკუბატორი - ან კიდევ, როგორც ვამბობთ, საქართველოს მთავრობა, ამ შემთხვევაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გასცემს გრანტს. ამის შემდეგ, ჩვენ ცალკე ვამოწმებთ პროექტის ინოვაციურობის და ვადარებთ, რამდენად არის მისი ყოველწლიური შემოსავლები და ხარჯები დაკავშირებული ინოვაციურ საქმიანობასთან.
ჩვენ არ გვინდა სტატუსი მივცეთ სტარტაპს, რომლის საქმიანობის მხოლოდ მცირე ნაწილი არის ინოვაციური, ხოლო დანარჩენი ტრადიციული ბიზნესია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი დავაწესეთ მყარად ინოვაციურ ბიზნესთან მიმართებაში, რაც არამარტო რეგიონის მასშტაბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც უნიკალური საგადასახადო შეღავათებია და როდესაც ვსაუბრობთ ციფრებზე და ეკონომიკის ზრდაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას დიდი როლი აქვს, სტარტაპების მიმართულებას კიდევ უფრო დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს მომავალში. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ საერთაშორისო სტარტაპებისთვის საქართველო გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი და ამის ნიშნებს ჩვენ ვხედავთ არამარტო რეგიონალური სტარტაპებიდან, არამედ უფრო ფართო მათ შორის, დასავლეთ ევროპის სტარტაპები იქნება თუ ამერიკული სტარტაპები, არის ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ახალი ჰაბი ამ მიმართულებით, რომ სტარტაპები გადმოიტანონ აქ, რაც პირდაპირ ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ უცხოური სტარტაპები მთელ სტაფს საქართველოში გადმოიყვანენ. შესაბამისად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩვენი ეკონომიკის განვითარების“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.
სხვა სიახლეები
ველოდებით, რომ საერთაშორისო სტარტაპებისთვის საქართველო გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი და ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ - ავთანდილ კასრაძე
12.03.2026.11:00