მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ვახტანგ აბაშიძე პარლამენტში მომხმარებელთა დაცვის შესახებ მოხსენებით წარდგა

news image

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ, „მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ComCom-ის პროექტების შესახებ მოხსენება წარადგინა: „კომუნიკაციების კომისიის ყველა პროექტი მომხმარებლების ინტერესებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, როგორც სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების, ისე მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის კუთხით.“ - განაცხადა მან.

 

მოხსენების ფარგლებში, ვახტანგ აბაშიძემ მომხმარებელთა საჩივრების 2024 წლის სტატისტიკა მიმოიხილა. კერძოდ, მისი თქმით, გასულ წელს ComCom-თან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, ბოლო წლებთან შედარებით, ყველზე მეტი - 2959 განცხადება და საჩივარი შევიდა, საიდანაც უმრავლესობა ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქტის განთავსებას, ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას, ასევე, მომსახურების შეზღუდვა/შეწყვეტის პირობებს, და უხარისხო ინტერნეტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. ამასთან, ComCom-ის წევრმა ხაზი გაუსვა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა გასულ წელს 125 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს მათი უფლებების დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისივე თქმით, მაღალია მომართვიანობა ComCom-ის სოციალურ პლატფორმებზეც, სადაც გასულ წელს 600 შეტყობინება შემოვიდა, უმეტესად სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხარისხსა და მედიაწიგნიერების პროექტების შესახებ, რომლებზეც კომისია ოპერატიულ რეჟიმში რეაგირებდა.

სიტყვით გამოსვლისას ComCom-ის წევრმა ისაუბრა პროექტ Sheamotsme.ge-ზეც, რომელიც მისი განცხადებით სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით არის შექმნილი და მათ აძლევს შესაძლებლობას გაზომონ ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი. მისი თქმით, პლატფორმის ჩაშვების დღიდან, ვებ-გვერდს სულ 806 200 მომხმარებელი ჰყავდა.

ვახტანგ აბაშიძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება ასევე გაამახვილა ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიზნით მიმდინარე პროექტ „Log-in Georgia”-ზეც და აღნიშნა, რომ პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება. მისივე თქმით, კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ComCom-ის მხარდაჭერით უკვე 1300 კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რაც 150,000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ComCom-ის წევრმა აღნიშნა, რომ გასულ წელს დამატებით აეგო 500 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც 30 000-ზე მეტი მოსახლის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას გულისხმობს, ხოლო პროექტის მთლიანი მოცულობა 5000 კილომეტრის მშენებლობას და 500,000 მოსახლეს ითვალისწინებს.

ვახტანგ აბაშიძემ ასევე ისაუბრა ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამაზე“ და აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლების მიზნით, გასულ წელს ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდის, აბაშისა და ხობის 65 სამიზნე სოფელში 200-ზე მეტი სემინარი ჩატარდა და 2700 ბენეფიციარი სრულიად უფასოდ გადამზადდა.

კომიტეტის ფარგლებში ვახტანგ აბაშიძემ ასევე მედიაწიგნიერების პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ 2019-2024 წლებში, ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების, ასევე კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების  განვითარების მიზნით, 16,200 მოსწავლე, 6,000 მასწავლებელი და 1,800 სტუდენტი გადაამზადა. ამასთან, აღნიშნა, რომ სულ ჩატარდა 980 სემინარი და საინფორმაციო შეხვედრა, ხოლო საერთო ჯამში, მედიაწიგნიერების პროექტებისა და პროგრამების მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობამ 30,200 შეადგინა.

გარდა ამისა, ComCom-ის წევრმა ისაუბრა კომპლექსურ კვლევაზე, რომელიც ComCom-ის მიერ განხორციელებული საქართველოს ტელეკომ სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეფასდა როგორც მობილურ ისე ფიქსირებულ ბაზრებზე არსებული გარემო და დადგინდა, რომ ბაზარი არაკონკურენტულია და საჭიროებს წინასწარ რეგულაციას. ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, აღნიშნულ ბაზრებზე დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, რომელსაც კომისიამ კვლევაზე დაყრდნობით სპეციფიკური ვალდებულებები განუსაზღვრა, რის შედეგადაც მსურველ კომპანიებს მიეცათ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა, რაც გაზრდის კონკურენციას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანსა და ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

ვახტანგ აბაშიძემ ასევე ComCom-ის მიერ 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები მიმოიხილა, რომლის ფარგლებშიც, თავდაპირველად „სელფი მობაილმა“ ხოლო შემდგომ „მაგთიკომმა“ გაიმარჯვეს და ორივე ოპერატორმა მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტ მომსახურების დანერგვა შეძლეს.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ ComCom-მა ევროპული აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების დირექტივასთან დაახლოების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა, რომელიც მედიამომსახურების მიმწოდებლებს ავალდებულებს პროგრესირებადად ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი პროდუქცია შშმ პირთათვის, რაც სუბტიტრების, ჟესტური ენისა და აუდიო დესკრიფციის დანერგვას გულისხმობს. ამასთან, ვახტანგ აბაშიძის თქმით, შემუშავდა ონლაინ პორტალის ფუნქციონირების წესი, რომლის მეშვეობითაც შშმ პირები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში საჩივრის წარდგენას სპეციალურად მათთვის ადაპტირებული პორტალის მეშვეობით შეძლებენ.

სხდომაზე განხილული იყო მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიმართვიანობის ტენდენცია, სტატისტიკა, აღსრულების პრობლემები, მნიშვნელოვანი მიღწევები და მდგომარეობის გაუმჯობესების სამომავლო ხედვა.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე მასშტაბური სივრცითა და StartUP in Georgia-ს ინიციატივით წარდგა

14.11.2025.15:30

საქართველო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Web Summit 2025-ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “აწარმოე საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში, მასშტაბური სივრცითა და “StartUP in Georgia”- ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომლის მიზანია ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე, როგორც რეგიონული ჰაბის — სტარტაპების განვითარებისა და ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნის.

აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით. ასევე სამიტზე წარსდგნენ ქართული სტარტაპები:

Klics – პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან ინტერაქტიული და მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული გამოცდილებები.

BetterStep – ციფრული პლატფორმა დამოკიდებულების აღდგენის მხარდასაჭერად. მოწყობილობაზე დაფუძნებული სერვისი უზრუნველყოფს უწყვეტ, 24/7 მხარდაჭერას.

VS1 – DeFi ჰაბი, რომელიც ფუნქციონირებს XRP Ledger-ზე და აერთიანებს ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დეცენტრალიზებული ფინანსების ხელშესაწყობად.

Backoffice – ქართულ ბაზარზე შექმნილი ციფრული სამუშაო სივრცე, რომელიც ეხმარება კომპანიებს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და სრულ გაციფრულებაში.

Herio – პლიკაცია, რომელიც დროებითი და მოკლევადიანი სამუშაოების მაძიებელ ახალგაზრდებს აკავშირებს სტუმართმასპინძლობასა და ტექ. სფეროებში არსებულ ბიზნესებს.

Tasteit – საკვებზე ორიენტირებული სოციალური ქსელი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს საერთო კულინარიული ინტერესების გარშემო.

Web Summit ყოველწლიურად აერთიანებს 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ასობით სტარტაპს, ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას 160-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოსთვის, წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა