GITA - სა და Solana Foundation-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Solana Foundation-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების, ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის გაძლიერების, ინოვაციური ცოდნის კომერციალიზაციის მხარდაჭერისა და ქვეყნის პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობის მიმართულებით.
მემორანდუმი ასევე მოიცავს მხარეთა თანამშრომლობას ქართველი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისა და ტექნოლოგიური მეწარმეებისთვის განათლებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის, ტექნოლოგიური სტარტაპების ინკუბაციისა და აქსელერაციის მიმართულებით. ასევე ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გლობალურ ეკოსისტემებთან დაკავშირებასა და საქართველოს ეროვნული ეკონომიკური დღის წესრიგის მხარდაჭერას — ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებით სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის, კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით.
სხვა სიახლეები
ურთიერთგაგების მემორანდუმი GITA - სა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის
12.12.2025.12:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და რუმინეთის კვლევებისა და ინფორმატიკის განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ასევე კვლევისა და განვითარების კომერციალიზაციას; ორი ქვეყნის აკადემიურ დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრობის ხელშეწყობას; ერთობლივი პროექტების განვითარებას, ვებინარების ორგანიზებასა და ქართული და რუმინული სტარტაპების ბიზნეს ინკუბატორისა და აქსელერატორის პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერას.
შეთანხმების თანახმად, მხარეები ასევე უზრუნველყოფენ სასწავლო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებას საერთაშორისო და ეროვნული საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის, ანალიზისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისის ტექნოპარკში გაფორმდა. GITA - ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და არსებული პროგრამებიც გააცნო, ასევე მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს.