Conciergia - AI ასისტენტი, რომელიც სასტუმროების მომსახურების სტანდარტს შეცვლის
Conciergia არის AI ასისტენტი, რომელიც შეიქმნა სასტუმროების პროცესების გასაუმჯობესებლად, – აცხადებს სტარტაპის დამფუძნებელი გიორგი სანიკიძე.
მისი თქმით, Conciergia სასტუმროებს დაეხმარება, უზრუნველყონ სწრაფი, ინტელექტუალური და პერსონალიზებული მხარდაჭერა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ენაზე.
ირკვევა, რომ AI-ზე დაფუძნებული ციფრული კონსიერჟი უკვე რამდენიმე სასტუმროში საპილოტე რეჟიმში იტესტება და სექტემბრის ბოლოდან მისი გამოყენება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
„იმის გამო, რომ ჩვენი ძირითადი გამოცდილება ჰოსპიტალიტის სფეროში გვქონდა, თავიდან ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. თუმცა პროცესში გამოჩნდა, რომ სხვა მრავალი ინდუსტრია ასევე დაინტერესებულია. საქართველოში მრავალი სექტორია, სადაც AI-ასისტენტის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული საჭიროება ჰოსპიტალიტიში დავინახეთ, რადგან ტურისტისთვის ქვეყანაში ჩამოსვლისას პირველ რიგში მნიშვნელოვანია ღირსშესანიშნაობების მოძიება, რაზეც ხშირად დიდი დატვირთვა მოდის ფრონტდესკის თანამშრომლებზე. ხანდახან სტუმარს 2 საათიც კი უწევს ლოდინი, რათა მიიღოს ინფორმაცია, სად წავიდეს ან როგორ გადაადგილდეს. განსაკუთრებით მაღალ სეზონზე ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგებოდა, ამიტომ შევქმენით ციფრული კონსიერჟი, რომელიც სტუმრის ყველა კითხვასა და პრობლემაზე სწრაფ პასუხს იძლევა.
AI ასისტენტი მსურველებს სთავაზობს ლოკაციებს, რომლებიც შეიძლება მოინახულოს, აძლევს რესტორნების რეკომენდაციებს, ვალუტის გადაცვლის საუკეთესო ადგილებს, ავთენტური კურსის მოძიების გზებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. პროცესი ძალიან მარტივია: სტუმარი ასკანირებს ნომერში ან სასტუმროს სივრცეებში განთავსებულ QR კოდს და იღებს AI ასისტენტის დახმარებას. ის პასუხობს იმ ენაზე, რომლითაც მომხმარებელი იწყებს კომუნიკაციას: თუ ქართულად, მაშინ ქართულად, თუ ჩინურად – ჩინურად. ეს საჭიროება განსაკუთრებით ახლა გამოჩნდა, რადგან აზიის ქვეყნებიდან მომდინარე ტურისტების ნაკადი იზრდება და ენის ბარიერი სასტუმროებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. აქამდე ფრონტდესკსა და სტუმარს ხშირად Google Translate-ის საშუალებით უწევდათ კომუნიკაცია,“ – აცხადებს Conciergia-ს დამფუძნებელი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის AI კონსიერჟით დაინტერესებულია 10-მდე მაღალი დონის სასტუმრო და აპარტოტელი, ხოლო 5 სასტუმროში ის უკვე საპილოტე რეჟიმში მუშაობს.
„მოლაპარაკებები გვაქვს 10-მდე სასტუმროსთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან და მოლოდინის რეჟიმში გვყავს. საუბარია 4- და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე, რეზორტებსა და აპარტოტელებზე. ამასთან, 5 სასტუმრო უკვე საპილოტე რეჟიმში ამუშავებს ჩვენს AI-ს და ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით. როგორც კი საპილოტე დასრულდება, აქტიურად დავიწყებთ დანერგვას დანარჩენ სასტუმროებშიც.
გრძელვადიან პერსპექტივაში ვგეგმავთ, რომ Conciergia გახდეს ქვეყნის მასშტაბით „გაიდი“, რომელიც საქართველოს სტუმრებს მარტივად მიაწვდის მათთვის საჭირო ინფორმაციას,“ – აღნიშნავს გიორგი სანიკიძე.
როგორ მუშაობს Conciergia?
რას იღებს სასტუმროს მენეჯმენტი?
Conciergia არის AI ასისტენტი, რომელიც არ ცვლის ადამიანურ მომსახურებას, არამედ აძლიერებს მას რათა გუნდი კონცენტრირდეს იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: სტუმრის გამოცდილებაზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
17.04.2026.15:31
ყაზახეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ შეხვედრა გამართა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს AI მიმართულებით ყაზახეთის გამოცდილება და საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონულ ფორმატში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ ეროვნული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია NITEC-ისა და ტექნოლოგიური კომპანიების გაერთიანება Qaztech-ის წარმომადგენლებს. ამასთან, სამუშაო შეხვედრა შედგა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროშიც.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ ასტანა ჰაბს, გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე პროექტებს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რომელიც კონკრეტული პროექტების ირგვლივ თანამშრომლობასა და საერთო ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) წარმომადგენლებთან და მასთან არსებული ტექ-ჰაბის ხელმძღვანელთან.