ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ისთვის მყიდველი იპოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელითვის TikTok მყიდველი იპოვა. მისი თქმით, არსებობს „ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფი“, რომელიც მზადაა პლატფორმა შეიძინოს, თუმცა მათი ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ სურს.
„ამაზე დაახლოებით ორ კვირაში მოგიყვებით“, - თქვა ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი განცხადებით, გარიგებას, სავარაუდოდ, ჩინეთის ხელისუფლების თანხმობაც დასჭირდება და ტრამპის აზრით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი „ამას ალბათ გააკეთებს“.
გასული წლის აპრილში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ჩინურ კომპანიას ByteDance ავალდებულებს, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, TikTok-ს აშშ-ში 2025 წლის 19 იანვრიდან დაბლოკავენ.
სხვა სიახლეები
GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები კახეთის რეგიონში ცნობილია
21.11.2025.17:51
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდეინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები კახეთის რეგიონში გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტები:
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებშიადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციურიპროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა დაკომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 9 რეგიონში და გამოვლინდა 31 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.
მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტოწინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეულიექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლისშემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტისრეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.