თიბისის მობაილბანკის კიდევ ერთი ეკომეგობრული კამპანია
22 აპრილს - დედამიწის დღეს კომპანიები, გარემოზე ზრუნვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ინიციატივითა და კამპანიით აღნიშნავენ.
საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, წლებია თიბისიც არაერთი ეკომეგობრული პროექტის ავტორი და მხარდამჭერია.
გადამუშავებული სარეკლამო ბანერებით შექმნილი ლეპტოპის ჩანთებისა და ზურგჩანთების შემდეგ, ამჯერად, თიბისისა და „ტენეს“ პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის ფილიალებში 4500 კგ საიზოლაციო რეზინი, 2250 კგ ბოთლის თავსახური და 2,3 კგ მეორადი კაბელი შეგროვდა, გადამუშავდა და მობილურის ეკომეგობრული საკიდები დამზადდა.
საკიდი - დაზიანებული USB კაბელებისგან, ტელეფონის ქეისში ჩასადები ფირფიტა - მეორადი TPU მასალისგან, საკიდის გასაფორმებელი აქსესუარები კი ეკოლოგიურად სუფთა PLA პლასტმასისგან დამზადდა, რომელიც ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, მარტივად ბიოდეგრადირდება.
თიბისი, როგორც პასუხისმგებლიანი ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) პოლიტიკის კომპანია, აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს - რამდენად დიდი და პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოსა და მდგრად განვითარებაზე.
#ერთადგავიმარჯვებთ დედამიწისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია
14.04.2026.17:46
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.