მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

ტექნოლოგიები და ინოვაციები - Global Tech Weekend Tbilisi 2025 - თიბისის მხარდაჭერით

news image

20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას -Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ  სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მიმართულებების გარშემო გააერთიანებს, როგორებიცაა

ხელოვნური ინტელექტი (AI)​, ფინტექი (FinTech)​, გეიმინგი, WEB3​, აგროტექნოლოგიები(AgriTech)​, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა.

ღონისძიების პარტნიორები არიან: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, ATARI, Totally Human, Game Nations.

იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავს ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ პროფესიონალები მოიყრიან

Radio City | District 4-ში მისულ სტუმრებს დახვდებათ მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე და Outdoor სცენა, Co-Working და  მედია სივრცეები, Chillout და სპორტული ზონები, 3 ბარი, ტექნოლოგიური და SME ექსპო, არტ-ინსტალაციები და სხვა.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯებში შეხვდნენ გლობალური ბრენდების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიას, ინფლუენსერებს.  

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით - “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასა და 80 სპიკერს გააერთიანებს

სპიკერებს შორის იქნებიან

• Jessica Tams - Atari- მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი;

• Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში;

• Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი

• Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამფუძნებელი;

• John Nee – Marvel-ის გამომცემლობის ყოფილი ხელმძღვანელი // DC Comics-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი

• JP Isham - Gala-Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი

• Dmitri M. Johnson - Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი;

• More speakers/partners TBA 

 

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ ბმულით

https://tkt.ge/GlobalTechWeekend2025

დამატებით ინფორმაციას სტარტაპ კონკურსის, გამოფენის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების სხვა დეტალების შესახებ,  Global Tech Weekend Tbilisi-ის  ვებ-გვერდზე იხილავთ

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ. პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

06.05.2025.10:21

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

 

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.

 

მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც  მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 

 

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.  

 

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა