თბილისის მერი ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაქალაქში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის მიზანიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.
კონფერენციას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ განვითარებულია. განსაკუთრებით თვალშისაცემია კომერციული საბანკო სექტორი და მის მიერ დანერგილი ისეთი ინოვაციები, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს ამარტივებენ. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, კულტურული მრავალფეროვნება და ბიზნესის წარმოების სიმარტივე ფინტექ სექტორში გააერთიანოს, რაც თავის მხრივ, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვის მოთხოვნილებას ზრდის. ტექნოლოგიას შეუძლია, დაძლიოს გეოგრაფიული ბარიერები, გაზარდოს ტრანზაქციების სიჩქარე, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და როგორც ადგილობრივ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს, მათზე უკეთ მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, საქართველოში ფინტექის, როგორც ალტერნატიული ფინანსური სისტემის განვითარება, მნიშვნელოვანია.
„ფინტექი ალტერნატიული ფინანსური სისტემაა და გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, ჩვენთვის ამ სფეროს განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ტექნოლოგიების იმგვარად განვითარება, რომ საერთაშორისო კომპანიებს ჰქონდეთ ქართულ ბაზარზე მარტივად ოპერირების საშუალება, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს, გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მეტი მოქალაქის დასაქმებასა და განვითარებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას. დღეს თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოში მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობით მოწინავეა, თუმცა ვმუშაობთ ყოველდღიურად, ვახორციელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
ღონისძიება თემატური პრეზენტაციებითა და პანელური დისკუსიებით გაგრძელდება, რომლის მონაწილეებიც ფინტექის მომავალსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
კონფერენციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი, ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.06.2025.16:26
2025 წლის სექტემბრიდან, ტექნოლოგიური განათლების პლატფორმა Skillwill-ი ახალგაზრდებს პროფესიული განათლების სრულიად ახალ ფორმატს შესთავაზებს. ბათუმში გაიხსნა Skillwill-ის კოლეჯი, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით და გახდა სრულფასოვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის კურსდამთავრებულები სახელმწიფო დიპლომს მიიღებენ.
ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საგანმანათლებლო ეკოსისტემაში ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს. Skillwill-ის კოლეჯი ბათუმში, უკვე მზადაა, პროფესიული განათლება რეალურ შრომით ბაზართან და თანამედროვე მოთხოვნებთან დააკავშიროს. კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს: სრულად დაფინანსებულ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებას, ჰიბრიდულ სასწავლო მოდელსა და უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში.
2025-2026 სასწავლო წელს ბათუმის კოლეჯში ამოქმედდება Front-End დეველოპმენტის 11-თვიანი პროგრამა, რომელიც მიზანად ისახავს იმ პროფესიონალების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ ციფრული ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული თეორიული ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული უნარები. ერთის მხრივ, ეს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, წარმატებით დაიწყონ კარიერა შრომის ბაზარზე, მეორეს მხრივ კი, დამსაქმებლებს დაეხმარება კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებაში.
Skillwill-ის კოლეჯი - უნივერსიტეტის თანამედროვე ალტერნატივა
დღევანდელ რეალობაში პროფესიული განათლება სულ უფრო მეტად განიხილება ტრადიციული უმაღლესი განათლების ღირსეულ ალტერნატივად. ტექნოლოგიური პროგრესი, შრომითი ბაზრის ტრანსფორმაცია და გლობალური დასაქმების სტანდარტები ცხადყოფს, რომ სწრაფი, მიზანმიმართული და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება ხშირად მეტ წარმატებას განაპირობებს, ვიდრე ხანგრძლივი აკადემიური პროცესი.
გიორგი მარიამიძე , Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:
„დღეს, როდესაც შრომითი ბაზარი ყოველდღიურად იცვლება და ტექნოლოგიური სფერო უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება, დიპლომის ფლობა ხშირად აღარ არის საკმარისი. სულ უფრო ხშირად წამყვანი დამსაქმებლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა აკადემიური სტატუსს, არამედ რეალურ უნარს, პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ კომპეტენციებს. Skillwill-ის კოლეჯის მეშვეობით ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ემყარება პრაქტიკულობას, რეალურ შედეგზე ორიენტაციასა და ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირს.
Skillwill-ის მიზანი მხოლოდ პროფესიის სწავლება არ არის. ჩვენ განვუსაზღვრავთ ახალგაზრდებს ზუსტ მარშრუტს, როგორ გახდნენ მოთხოვნადი კადრები, როგორ მოემზადონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და როგორ დაიწყონ წარმატებული კარიერა სწრაფად; კოლეჯის ავტორიზაცია კი ამ მიდგომის ოფიციალური აღიარებაა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ გზისა, რომელსაც ჩვენი გუნდი დიდი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით გადის. გზისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიული განათლების ახალ სტანდარტზე აყვანას.“
სწავლების ფორმატი და სივრცე, რომელიც სტუდენტზეა მორგებული
Skillwill-ის კოლეჯი ბათუმში (პეტრე ბაგრატიონის N129) უკვე ოფიციალურად გაიხსნა, ხოლო თბილისის კოლეჯი ავლაბარში, ნიკიფორე ირბახის N17-ში ივლისიდან გაიხსნება. ორივე ქალაქში, Skillwill-ის კოლეჯი პროფესიული განათლების სფეროში ინფრასტრუქტურის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. აქ სტუდენტებს დახვდებათ:
● სრულად აღჭურვილი აუდიტორიები;
● საკონფერენციო დარბაზები;
● მოსასვენებელი ზონები და კაფეტერია;
● თბილისში დამატებით - სპორტული დარბაზი;
● სტუდენტებისთვის ყველა სივრცე სრულად ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი გადასახადის გარეშე.
სასწავლო პროცესი ჰიბრიდულია, რაც გულისხმობს როგორც აუდიტორიულ, ასევე, ონლაინსწავლების ელემენტებს. პროგრამებს უხელმძღვანელებენ ტექნოლოგიურ სექტორში წარმატებული, პრაქტიკოსი ლექტორები, რაც საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მოარგებს რეალური სამუშაო გარემოს მოთხოვნებს.
რა პროფესიებს გთავაზობთ Skillwill-ის კოლეჯი?
2025-2026 სასწავლო წელს ბათუმის Skillwill-ის კოლეჯში ხელმისაწვდომი იქნება Front-End დეველოპმენტის პროგრამა - 11-თვიანი კურსი, რომელიც ფოკუსირებულია HTML, CSS, JavaScript და React ტექნოლოგიებზე და სტუდენტებს ციფრული პროდუქტების დიზაინისა და ფუნქციონალის დამოუკიდებლად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ივლისის ბოლოდან კი თბილისში გაიხსნება Skillwill-ის კოლეჯი, სადაც სტუდენტებს ხუთ პროგრამაზე შეეძლებათ სწავლა, მათ შორის -Front-End დეველოპმენტზეც. კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მიმართულებები:
1. Front-End დეველოპმენტი (11 თვე)
HTML, CSS, JavaScript, React — ციფრული პროდუქტების დიზაინი და ფუნქციონალი.
2. გრაფიკული დიზაინი (12 თვე)
Adobe Photoshop, Illustrator და Figma — ვიზუალური კომუნიკაცია მარკეტინგისა და მედიასფეროსთვის.
3. კომპიუტერული ქსელები და სისტემები (15 თვე)
ქსელური ინფრასტრუქტურა, სერვერების ადმინისტრირება, IT უსაფრთხოება.
4. ბუღალტრული აღრიცხვა (14 თვე)
ფინანსური ადმინისტრირების საფუძვლები და პრაქტიკული ბუღალტერია.
5. სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი (21 თვე)
ბავშვის განვითარება, საგანმანათლებლო მეთოდები და პედაგოგიური პრაქტიკა.
ყველა პროგრამა სრულიად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. სტუდენტები სწავლის პერიოდში ისარგებლებენ კოლეჯის ყველა რესურსით და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, კოლეჯის სტუდენტები გათავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.
კონსტანტინე შუბითიძე , Skillwill-ის აკადემიური დირექტორი:
„ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიებმა სრულად შეცვალა განათლების მიმართ მოთხოვნები და მოლოდინები. პროფესიული განათლება დღეს ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებით. ის უნდა იყოს მაქსიმალურად პრაქტიკულზე ორიენტირებული, აქტუალური და პირდაპირ დაკავშირებული შრომით ბაზართან. ეს არის ის ფილოსოფია, რომელიც Skillwill-ის კოლეჯის თითოეულ პროგრამაში, კურსსა და სასწავლო გარემოში აისახება.
ჩვენი სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ ტექნოლოგიებსა და პროფესიულ უნარებს, არამედ სარგებლობენ სივრცით, რომელიც ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობასა და კრიტიკულ აზროვნებას. მათთან ურთიერთობენ პრაქტიკოსი ლექტორები და ინდუსტრიის წარმომადგენლები. ეს ყველაფერი კი ქმნის სრულფასოვან ეკოსისტემას, სადაც სწავლა და მომავალი წარმატება ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი მიდგომა არის პროფესიული განათლების მომავალი.“
რატომ Skillwill-ის კოლეჯი?
● სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც სტუდენტს შესაძლებობას აძლევს, პროფესია დამატებითი ხარჯების გარეშე აითვისოს.
● სახელმწიფო დიპლომი და შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული უნარები
● სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება
● თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცე თბილისსა და ბათუმში
● ჰიბრიდული სწავლების ფორმატი და მოქნილი გრაფიკი
● კარიერული მხარდაჭერა, მენტორინგი და გაცვლითი პროგრამები
● პირდაპირი კავშირი ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან
Skillwill-ის კოლეჯში რეგისტრაცია 2025 წლის სექტემბერში დაიწყება, ხოლო სწავლა - ნოემბერში.
დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/uMvnVY6duvAW8NMq5
Skillwill - ისწავლე ის, რაც მართლა გამოგადგება!