თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში მნიშვნელოვანია ქვეყანა თანხვედრაში იყოს ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარების ტენდენციებთან - სოსო ფხაკაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ ახალი ინოვაციური ციფრული სერვისის, გონიერი კონტრაქტების დანერგვას ეხმაურება.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ე.წ. გონიერი კონტრაქტების გამოყენება უძრავი ქონების და საბანკო გარიგებების დადების დროს განსაკუთრებით საინტერესოა.
აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი/გონიერი კონტრაქტები ამარტივებს გარიგებების დადების დროში გაწელილ პროცესს ავტომატიზაციით გზით. შედეგად, ტრანზაქციები სრულდება რამდენიმე საათში ან დღეში, რაც უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას სწრაფად მოძრავ ბაზარზე.
აღნიშნული სერვისი, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან საზღვარგარეთ, სწორედ გონიერი კონტრაქტების მეშვეობით შესაძლებელია დისტანციურად, მათთვის სასურველ დროში უძრავი ქონების ტრანზაქციებთან გლობალური ხელმისაწვდომობა.
„თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში მნიშვნელოვანია ქვეყანა თანხვედრაში იყოს ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარების ტენდენციებთან. გონიერი კონტრაქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ხარჯების დაზოგვაა. ჭკვიანი კონტრაქტები ავტომატიზებით ხსნის შუამავლების საჭიროებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს. შესაბამისად, უძრავ ქონებაში ინვესტირება გაცილებით მარტივი ხდება.
მიგვაჩნია, რომ გონიერი კონტრაქტების პოტენციალი დიდია, ვინაიდან გარიგებების დადება იქნება მარტივი და უსაფრთხო და მისი განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი დაცული აპლიკაციის გზით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მხოლოდ ადრეულ ეტაპზე ვართ, ტრაექტორია ნათელია - გონიერი კონტრაქტები აუცილებლად გახდება სტანდარტული ინსტრუმენტი, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და საბანკო სერვისების ტრანზაქციებში" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.10:21
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).
ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.
მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.