მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას სძენს ეკონომიკის განვითარებას, სტარტაპების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალშიც, ეს ზრდის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზრებზე - პრემიერი

news image
20 წარმატებული სტარტაპის დაჯილდოება  არის კულმინაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში ინოვაციების, სტარტაპების განვითარებასთან, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას სძენს ეკონომიკის განვითარებას.
 
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მიხარია, რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას - 20 წარმატებული სტარტაპის დაჯილდოებას. ეს არის კულმინაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში ინოვაციების, სტარტაპების განვითარებასთან. სტარტაპები განსაკუთრებულ ძალას სძენს ეკონომიკის განვითარებას. აქ თავს იყრის, როგორც ტექნოლოგიები, ასევე შემოქმედებითი მიდგომა, ცოდნა. ამ კუთხით, სტარტაპების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალშიც. ეს ზრდის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზრებზე და შესაბამისად, მომავალშიც, საქართველოს მთავრობა აქტიურა დაუჭერს მხარს სტარტაპების განვითარებას. 
 
ძალიან გვიხარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად ვთანამშრომლოთ ერთმანეთთან სტარტაპების განვითარების მიმართულებით, იმისათვის, რომ შევქმნათ უფრო ხელსაყრელი გარემო სტარტაპებისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ გავამარტივეთ საგადასახადო კანონმდებლობაც, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ მიიღოთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და პირველი 3 წლის განმავლობაში მთლიანად გათავისუფლდებით საშემოსავლო გადასახადისგან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალშიც, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია

14.04.2026.17:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა