მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორი: ComCom-ის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის

news image

ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტეფან ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება“ განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია, იმისთვის, რომ ქვეყანა ბუნებრივი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს.

 

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა ბუნებრივ დამაკავშირებელ რგოლად იქცა გლობალურ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მისი სტრატეგიული ლოკაციიდან გამომდინარე, საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს, დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს.“ - აღნიშნა სტეფან ნელსონმა.

 

SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის განცხადებით, როდესაც საუბარია საქართველოს სტრატეგიულ პოზიციაზე, აუცილებელია აღინიშნოს კომუნიკაციების კომისიის ნოვატორული როლი, როგორც ტელეკომუნიკაციების პირველი მარეგულირებელი ორგანოსი კავკასიის რეგიონში, რომელმაც Starlink-ის ლიცენზირება მოახდინა.  ლიცენზირების შედეგად კი, Starlink-მა  საქართველოში მოახერხა ციფრულ სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით არსებული გეოგრაფიული დაბრკოლებების აღმოფხვრა.

 

„ComCom-ის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისეთი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა Starlink და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა მოსახლეობას წვდომა მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირზე. ახლა კი გაგიზიარებთ იმის მაგალითებს, თუ როგორ ხდება ComCom-ის მარეგულირებელი ხედვისა და Starlink-ის ტექნოლოგიების ერთობლიობით საქართველოში ციფრული დერეფნების შექმნა. მაღალმთიან სოფლებში, როგორებსაც მაგალითად სვანეთსა და თუშეთში ვხვდებით, სადაც ტრადიციული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით ხალხმა ათწლეულების მანძილზე იზარალა, დღეს Starlink-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია 100-200 მბ/წმ სიჩქარის, 20 მილი წამამდე დაყოვნების ინტერნეტი,“ - განაცხადა SpaceX-ის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი წლიდან Starlink-ს საქართველოში ახალი ბიზნეს მოდელების შექმნის გეგმები აქვს.

 

„მომავალში კიდევ უფრო ბევრი სიახლეა მოსალოდნელი, სპექტრის უფრო ეფექტურად გამოყენებიდან დაწყებული, 1 გბ/წმ-მდე სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტის მიწოდებით დამთავრებული. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის, სტრატეგიული ლოკაციის, ComCom-ის ინოვაციური და მოქნილი მიდგომის და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის ძლიერ საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის. მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირის უზრუნველყოფა საქართველოს ნებისმიერ წერტილში ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც რეგიონში ციფრულ განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.“- აღნიშნა SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა.

 

სესიაზე სტეფან ნელსონმა განმარტა ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ დერეფნებს და როგორ უწყობენ ისინი ხელს ინოვაციების განვითარებას: „აღნიშნული დერეფნები თანამედროვე აბრეშუმის გზების ფუნქციას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ მყისიერ კომუნიკაციას, ხელს უწყობენ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, ასევე ახდენენ გლობალური ცოდნისა და ბაზრებზე წვდომის დემოკრატიზაციას. მაგალითისთვის ავიღოთ მაღალმთიანი სოფელი უშგული - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება. ტრადიციულად, აქ მცხოვრები საზოგადოება ციფრულად იზოლირებული იყო და მას შეზღუდული წვდომა გააჩნდა ონლაინ განათლებაზე, ტელემედიცინასა თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესმენი ხართ, რომელიც ამზადებს პრეზენტაციას; სტუდენტი, რომელიც დისტანციურად ერთვება გაკვეთილზე; თუ უბრალოდ მამა, რომელმაც შვილები უნდა გაართოს ხანგრძლივი ფრენის დროს - Starlink-ის მეშვეობით თქვენ შეინარჩუნებთ კავშირს და სწრაფად გაიყვანთ დროს.“ - განმარტა სტეფან ნელსონმა.

 

მისივე მტკიცებით, აღნიშნული შესაძლებლობები არ წარმოადგენს სამომავლო მისწრაფებებს. Starlink-ის მომხმარებლებისთვის ისინი დღეს უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს არაერთ ბაზარზე. ComCom-თან მჭიდრო თანამშრომლობით კი ამ ტექნოლოგიების შემოტანა  2025 წელს საქართველოშიც იგეგმება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

06.02.2026.14:06

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს  ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა. 

Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.ge

OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა. 

თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.

თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა