მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში

news image

2025 წლის სექტემბრიდან, ტექნოლოგიური განათლების პლატფორმა Skillwill-ი ახალგაზრდებს პროფესიული განათლების სრულიად ახალ ფორმატს შესთავაზებს. ბათუმში გაიხსნა Skillwill-ის კოლეჯი, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიანიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით და გახდა სრულფასოვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის კურსდამთავრებულები სახელმწიფო დიპლომს მიიღებენ

ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საგანმანათლებლო ეკოსისტემაში ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს. Skillwill-ის  კოლეჯი ბათუმში, უკვე მზადაა, პროფესიული განათლება რეალურ შრომით ბაზართან და თანამედროვე მოთხოვნებთან დააკავშიროს. კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობსსრულად დაფინანსებულ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებას, ჰიბრიდულ სასწავლო მოდელსა და უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში.

2025-2026 სასწავლო წელს ბათუმის კოლეჯში ამოქმედდება Front-End დეველოპმენტის 11-თვიანი პროგრამა, რომელიც მიზანად ისახავს იმ პროფესიონალების მომზადებასრომლებსაც ექნებათ ციფრული ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული თეორიული ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული უნარები. ერთის მხრივ, ეს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, წარმატებით დაიწყონ კარიერა შრომის ბაზარზე, მეორეს მხრივ კი, დამსაქმებლებს დაეხმარება კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებაში.

Skillwill-ის კოლეჯი - უნივერსიტეტის თანამედროვე ალტერნატივა

დღევანდელ რეალობაში პროფესიული განათლება სულ უფრო მეტად განიხილება ტრადიციული უმაღლესი განათლების ღირსეულ ალტერნატივად. ტექნოლოგიური პროგრესი, შრომითი ბაზრის ტრანსფორმაცია და გლობალური დასაქმების სტანდარტები ცხადყოფს, რომ სწრაფი, მიზანმიმართული და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება ხშირად მეტ წარმატებას განაპირობებს, ვიდრე ხანგრძლივი აკადემიური პროცესი.

გიორგი მარიამიძე , Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

დღეს, როდესაც შრომითი ბაზარი ყოველდღიურად იცვლება და ტექნოლოგიური სფერო უპრეცედენტო სისწრაფით ვითარდება, დიპლომის ფლობა ხშირად აღარ არის საკმარისი. სულ უფრო ხშირად წამყვანი დამსაქმებლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა აკადემიური სტატუსს, არამედ რეალურ უნარს, პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ კომპეტენციებს. Skillwill-ის  კოლეჯის მეშვეობით ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ემყარება პრაქტიკულობას, რეალურ შედეგზე ორიენტაციასა და ინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირს.

Skillwill-ის მიზანი მხოლოდ პროფესიის სწავლება არ არის. ჩვენ განვუსაზღვრავთ ახალგაზრდებს ზუსტ მარშრუტს, როგორ გახდნენ მოთხოვნადი კადრები, როგორ მოემზადონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და როგორ დაიწყონ წარმატებული კარიერა სწრაფად; კოლეჯის ავტორიზაცია კი ამ მიდგომის ოფიციალური აღიარებაა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ გზისა, რომელსაც ჩვენი გუნდი დიდი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით გადის. გზისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიული განათლების ახალ სტანდარტზე აყვანას.“

სწავლების ფორმატი და სივრცე, რომელიც სტუდენტზეა მორგებული

Skillwill-ის კოლეჯი ბათუმში (პეტრე ბაგრატიონის N129) უკვე ოფიციალურად გაიხსნა, ხოლო თბილისის კოლეჯი ავლაბარში, ნიკიფორე ირბახის N17-ში ივლისიდან გაიხსნება. ორივე ქალაქში, Skillwill-ის კოლეჯი პროფესიული განათლების სფეროში ინფრასტრუქტურის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. აქ სტუდენტებს დახვდებათ:

სრულად აღჭურვილი აუდიტორიები;

საკონფერენციო დარბაზები;

მოსასვენებელი ზონები და კაფეტერია;

თბილისში დამატებით - სპორტული დარბაზი;

სტუდენტებისთვის ყველა სივრცე სრულად ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი გადასახადის გარეშე.

სასწავლო პროცესი ჰიბრიდულია, რაც გულისხმობს როგორც აუდიტორიულ, ასევე, ონლაინსწავლების ელემენტებს. პროგრამებს უხელმძღვანელებენ ტექნოლოგიურ სექტორში წარმატებული, პრაქტიკოსი ლექტორები, რაც საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მოარგებს რეალური სამუშაო გარემოს მოთხოვნებს.

რა პროფესიებს გთავაზობთ Skillwill-ის კოლეჯი?

2025-2026 სასწავლო წელს ბათუმის Skillwill-ის კოლეჯში ხელმისაწვდომი იქნება Front-End დეველოპმენტის პროგრამა - 11-თვიანი კურსი, რომელიც ფოკუსირებულია HTML, CSS, JavaScript და React ტექნოლოგიებზე და სტუდენტებს ციფრული პროდუქტების დიზაინისა და ფუნქციონალის დამოუკიდებლად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ივლისის ბოლოდან კი  თბილისში გაიხსნება Skillwill-ის კოლეჯი, სადაც სტუდენტებს ხუთ პროგრამაზე შეეძლებათ სწავლა, მათ შორის -Front-End დეველოპმენტზეც. კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მიმართულებები:

1. Front-End დეველოპმენტი (11 თვე)

HTML, CSS, JavaScript, React — ციფრული პროდუქტების დიზაინი და ფუნქციონალი.

2. გრაფიკული დიზაინი (12 თვე)

Adobe Photoshop, Illustrator და Figma — ვიზუალური კომუნიკაცია მარკეტინგისა და მედიასფეროსთვის.

3. კომპიუტერული ქსელები და სისტემები (15 თვე)

ქსელური ინფრასტრუქტურა, სერვერების ადმინისტრირება, IT უსაფრთხოება.

4. ბუღალტრული აღრიცხვა (14 თვე)

ფინანსური ადმინისტრირების საფუძვლები და პრაქტიკული ბუღალტერია.

5. სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი (21 თვე)

ბავშვის განვითარება, საგანმანათლებლო მეთოდები და პედაგოგიური პრაქტიკა.

ყველა პროგრამა სრულიად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. სტუდენტები სწავლის პერიოდში ისარგებლებენ კოლეჯის ყველა რესურსით და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, კოლეჯის სტუდენტები გათავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

კონსტანტინე შუბითიძე , Skillwill-ის  აკადემიური დირექტორი:

ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიებმა სრულად შეცვალა განათლების მიმართ მოთხოვნები და მოლოდინები. პროფესიული განათლება დღეს ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებით. ის უნდა იყოს მაქსიმალურად პრაქტიკულზე ორიენტირებული, აქტუალური და პირდაპირ დაკავშირებული შრომით ბაზართან. ეს არის ის ფილოსოფია, რომელიც Skillwill-ის  კოლეჯის თითოეულ პროგრამაში, კურსსა და სასწავლო გარემოში აისახება.

ჩვენი სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ ტექნოლოგიებსა და პროფესიულ უნარებს, არამედ სარგებლობენ სივრცით, რომელიც ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობასა და კრიტიკულ აზროვნებას. მათთან ურთიერთობენ პრაქტიკოსი ლექტორები და ინდუსტრიის წარმომადგენლები. ეს ყველაფერი კი ქმნის სრულფასოვან ეკოსისტემას, სადაც სწავლა და მომავალი წარმატება ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი მიდგომა არის პროფესიული განათლების მომავალი.“

რატომ Skillwill-ის  კოლეჯი? 

სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც სტუდენტს შესაძლებობას აძლევს, პროფესია დამატებითი ხარჯების გარეშე აითვისოს.

სახელმწიფო დიპლომი და შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული უნარები

სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება

თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცე თბილისსა და ბათუმში

ჰიბრიდული სწავლების ფორმატი და მოქნილი გრაფიკი

კარიერული მხარდაჭერა, მენტორინგი და გაცვლითი პროგრამები

პირდაპირი კავშირი ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან

Skillwill-ის  კოლეჯში რეგისტრაცია 2025 წლის სექტემბერში დაიწყება, ხოლო სწავლა - ნოემბერში.

დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:

https://forms.gle/uMvnVY6duvAW8NMq5

Skillwill -  ისწავლე ის, რაც მართლა გამოგადგება!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში

20.06.2025.16:26

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა