სხვა სექტორებთან შედარებით ფინანსური სექტორი AI-ს დანერგვის კუთხით მოწინავეა - Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი
რასაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე ვუყურებთ, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ხარისხი ფინანსურ სექტორში მზარდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა თორნიკე სულაბერიძემ Lineate Georgia-ს ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც საბანკო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ეხებოდა.
როგორც თორნიკე სულაბერიძე ამბობს, საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავე სფეროა, რომელიც AI-ის დანერგვაზე ინტენსიურად მუშაობს.
„მოხარულნი ვართ, რომ დღეს ვუმასპინძლეთ საქართველოს ბანკსა და DataFest-ს. ღონისძიების მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სექტორში. ამ მიმართულებით აშშ-ში ჩვენ საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებული ტენდენციით, როგორც ამერიკაში ასევე მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მზარდია ხელოვნური ინტელექტისინტეგრირდების ხარისხი ფინანსურ სექტორში“,
აცხადებს Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ინოვაციური მიმართულებების დანერგვაზე DataFest Tbilisi-ს ორგანიზებით მსგავსი ტიპის შეხვედრები წლებია იმართება, თუმცა ამჯერად Lineate Georgia-ს ოფისში გამართული ღონისძიების ,,ხელოვნური ინტელექტი და სარეკომენდაციო სისტემები" მთავარი გზავნილები საბანკო სექტორში AI-ს დანერგვის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები იყო.
„ღონისძიებაზე სპიკერებმა ისაუბრეს, როგორ ხდება ხელოვნური ინტელექტის და დიდი მოცულობის მონაცემების გამოყენება საბანკო პროდუქტების შესაქმნელად და დასახვეწად, იმისათვის, რომ ინდივიდუალურ მომხმარებლებს უფრო გაუმარტივდეთ ყოველდღიური სერვისის, თუ მათთვის საინტერესო შეთავაზებების მიღება. ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ასეულობით ადამიანი დაესწრო, როგორც ფიზიკურ ისე ონლაინ სივრცეში. ჩვენ ჩვენი მხრიდან მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი თემების აუდიტორებზე მიტანას.
ის, რომ დღეს ერთი ქართული ბანკის და ერთი ამერიკული ბანკის მაგალითს განვიხილავთ იმას უსვამს ხაზს, რომ თემის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროში იჭრება. საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი მოწინავე ინოვაციების მიმართულებით, იმიტომ, რომ მათ უგროვდებათ ძალიან დიდი მოცულობის მონაცემები, რაც ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოსაყენებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
თითოეული ტრანზაქცია, ის თუ როდის რას ვყიდულობთ - საშუალებას აძლევს ანალიტიკოსებს, სწორი დასკვნები გამოიტანონ, შექმნან თავიანთი პროდუქტები “, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან DataFest Tbilisi-ს დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა ნინო მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საბანკო პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტისა და სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებაზე სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკი, მასპინძელი - Lineate Georgia, ხოლო მხარდამჭერები - გრანთ თორნთონი და ფორსეტი იყვნენ.
შეხვედრაზე, საქართველოს ბანკის პროდუქტის მაგალითზე, განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- სარეკომენდაციო სისტემის დანერგვა საბანკო ინდუსტრიაში და რა ბიზნეს პრობლემის გადასაჭრელად არის ის საჭირო;
- რა შეზღუდვები აქვს პოპულარულ სარეკომენდაციო ალგორითმებს (როგორებიცაა collaborative filtering და სხვ.) საბანკო პროდუქტებში;
- offline ტესტირების დროს supervised learning-ისთვის დამახასიათებელი მეტრიკების (როგორებიცაა NDCG, ROEM, PRECISION, RECALL, სხვ.) ნაკლოვანებები ფინანსური სარეკომენდაციო სისტემის შეფასებისას;
- online feedback-ის ეფექტური დამუშავების და ამით მოდელის გაუმჯობესების სტრატეგიები.
შეხვედრის ძირითადი მომხსენებელი კი საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ხელმძღვანელი არჩილ კობალაძე და Lineate Georgia-ს უფროსი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი გიორგი ჩუბინიძე იყვნენ.
გიორგი ჩუბინიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სარეკომენდაციო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ქეისი ამერიკული ბანკის მაგალითზე (Kore.ai BankAssist).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.11:30
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.
• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G
• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl
• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO
ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.