სელფი მობაილი ZEG ფესტივალის პარტნიორია
ქართული მობილური ოპერატორი, სელფი მობაილი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.42 მლნ. აბონენტს ემსახურება, 13-15 ივნისს თბილისში დაგეგმილი, საერთაშორისო ფესტივალის ZEG პარტნიორია. თავისუფალი აზრის, ტექნოლოგიისა და კრეატიულობის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა რეგიონში, ZEG -ი სთავაზობს დამსწრეებს მრავალფეროვანი გამოსვლების მოსმენას, ასევე ვორქშოფებსა და დისკუსიებზე დასწრებას.
ფესტივალი ZEG ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებს, ავტორებს, მკვლევარებს, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს. ფესტივალის მიზანია დიალოგის გაღრმავება და იდეების გაცვლისთვის ინსპირაციული სივრცის შექმნა.
„სელფი მობაილი ორიენტირებულია ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს თანამედროვე საკომუნიკაციო გადაწყვეტებს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, სელფი მობაილი სიხარულით უწევს მხარდაჭერას ინიციატივებს, რომლებიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ ღირებულებების გაზიარებასაც ემსახურება. ფესტივალი ZEG კი სწორედ ის სივრცეა, რომელიც ლაპარაკისა და კომუნიკაციის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის," - აცხადებენ სელფი მობაილში.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ ბაზარს მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს - ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
20.02.2026.15:36
„ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, IT ბინადრობის შემოღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განმარტა, ადგილობრივი ტექნოლოგიური სექტორი ნელ-ნელა ფართოვდება, და რელოკირებული, მაღალი კვალიფიკაციის კადრებთან ერთად მუშაობა ადგილობრივ თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, კვალიფიკაცია აიმაღლონ და ექსპერტიზა შეიძინონ.
„საქართველოს პოტენციალი გააჩნია, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრები მიაწოდოს ბაზარს, თუმცა დღეს არ ვართ მაგ ეტაპზე. ამ მიზნისკენ მივდივართ, ანუ ის შრე ფართოვდება, უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება ტექნოლოგიურ სექტორში, თუმცა იმისათვის, რომ ამ ადამიანების კვალიფიკაცია ამაღლდეს, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, გარდა განათლებისა, არის, რომ მათ გამოცდილ კადრებთან თანამშრომლობა. ის, რომ რელოკაციით გადმოვიდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები და დღეს მუშაობენ ქართველებთან ერთად, ეს შესაძლებლობა არის ადგილობრივი მუშახელისთვის, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და ის, ეგრეთ წოდებული ექსპერტიზა და ცოდნა გადაეცეთ მათ და რაღაც ეტაპზე უკვე ადგილობრივი კადრები ჩამოყალიბდნენ, როგორც მაღალი კვალიფიკაციის კადრებად“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეფექტური სტრატეგიის შექმნა სჭირდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ინდუსტრიაც.
„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზე, სტრატეგიული ხედვის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ ინდუსტრია, საგანმანათლებლო სექტორი და სხვა მხარეები. მათ შორის, როგორც ინტერნეტ-პროვაიდერები და ელექტროენერგიის მიმწოდებლებიც უნდა იყვნენ ჩართულები სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან ეს წარმოადგენს ერთობლიობას და ხედვას, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ თავისი როლი მომდევნო წლებში“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე,