სელფი მობაილი ZEG ფესტივალის პარტნიორია
ქართული მობილური ოპერატორი, სელფი მობაილი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.42 მლნ. აბონენტს ემსახურება, 13-15 ივნისს თბილისში დაგეგმილი, საერთაშორისო ფესტივალის ZEG პარტნიორია. თავისუფალი აზრის, ტექნოლოგიისა და კრეატიულობის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა რეგიონში, ZEG -ი სთავაზობს დამსწრეებს მრავალფეროვანი გამოსვლების მოსმენას, ასევე ვორქშოფებსა და დისკუსიებზე დასწრებას.
ფესტივალი ZEG ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებს, ავტორებს, მკვლევარებს, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს. ფესტივალის მიზანია დიალოგის გაღრმავება და იდეების გაცვლისთვის ინსპირაციული სივრცის შექმნა.
„სელფი მობაილი ორიენტირებულია ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს თანამედროვე საკომუნიკაციო გადაწყვეტებს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, სელფი მობაილი სიხარულით უწევს მხარდაჭერას ინიციატივებს, რომლებიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ ღირებულებების გაზიარებასაც ემსახურება. ფესტივალი ZEG კი სწორედ ის სივრცეა, რომელიც ლაპარაკისა და კომუნიკაციის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის," - აცხადებენ სელფი მობაილში.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.06.2025.17:00
მალე, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ცენტრი გაიხსნება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა (GITA) ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ცენტრი NVIDIA უახლოესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
„NVIDIA უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი ქართული მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობის არის“, - აღნიშნა კასრაძემ.
მისი თქმით, ლიცენზია უკვე მიღებულია და ამ ეტაპზე NVIDIA-სთან ტექნოლოგიების შეძენის პროცესი მიმდინარეობს.
„საქართველო ამ მიმართულებითაც არის მიზიდულობის ცენტრი ინვესტორებისთვის, რომ ეს არის სანდო ქვეყანა, რომ აქ პროცესები სწორად ვითარდება და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ამ ყველაფერს და ერთობლიობაში ყველაფერი კეთდება საქართველოს მოსახლეობისთვის. მათ უნდა გამოიყენონ ეს ყველა რესურსი და მათ უნდა შექმნან საბოლოოდ ის ინოვაციური ბიზნესები, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად დავუჭერთ მხარეს“, - აღნიშნა კასრაძემ.