მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

საქართველოში SKILLWILL-ის კოლეჯი იხსნება - ინტერვიუ გიორგი არონიასთან

news image

SKILLWILL-ი საქართველოში ყველაზე დიდი სასწავლო პლატფორმაა ტექნოლოგიების მიმართულებით. ცოტა ხნის წინ, SKILLWILL-ის გუნდს გიორგი არონია შეუერთდა, რომელსაც მედიაში და მარკეტინგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. SKILLWILL-ში გიორგი მარკეტინგს და ბიზნესის განვითარებას ხელმძღვანელობს, რა დროსაც მისი მთავარი მოვალეობა პროფესიული კოლეჯის განვითარება და რეგიონებში ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობა იქნება.

კომპანიის სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia გიორგი არონიას ესაუბრა.

გიორგი, SKILLWILL-ის გუნდს მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე შეუერთდით. რა იქნება თქვენი როლი ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით?

SKILLWILL-ი არაფორმალური განათლების ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომელსაც 8,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მიმდინარე წლის სექტემბერში კი, თბილისში და ბათუმში ჩვენი კოლეჯი გაიხსნება, სადაც მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს 100%-იანი დაფინანსებით ვასწავლით. SKILLWILL-ი ფორმალური პროფესიული განათლების მიმართულებით ვითარდება და კომპანიაში ჩემი გადმოსვლა, სწორედ ამ სიახლეს უკავშირდება.

ჩვენი მიზანია, ქვეყანაში და რეგიონში თანამედროვე განათლების პრესტიჟული კერა შევქმნათ, რომელიც სტუდენტებს სარფიანად დასაქმების საშუალებას მისცემს, ბიზნესს კი — კვალიფიციური კადრების რაოდენობას გაუზრდის. ჩვენი გადმოსახედიდან, კოლეჯი უნივერსიტეტის თანამედროვე ალტერნატივაა, სადაც თეორიის ნაცვლად კონკრეტული უნარები ისწავლება, თანაც გაცილებით მოკლე დროში. AI-ის გამოჩენასთან ერთად გლობალური შრომის ბაზარი ისე შეიცვალა და ყოველდღიურად ისე იცვლება, რომ წლების აღარავის აქვს.

SKILLWILL-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კოლეჯის სრული დატვირთვით ამოქმედებაა. კოლეჯში ხუთი პროგრამა გვაქვს, ესენია: Front-End დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ბუღალტრული აღრიცხვა და სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლის პროფესია. თითოეული ეს პროგრამა საინტერესოა, ხოლო უნარები, რომელთაც ვასწავლით ბაზარს აკლია, რის გამოც, დამსაქმებლების ამ ტიპის პროფესიონალებს კონკურენტულ ანაზღაურებას სთავაზობენ.

რას გეგმავს SKILLWILL-ი უახლოეს მომავალში?

კოლეჯის გარდა, ვაგრძელებთ AI-ის, პროგრამირების, UI/UX დიზაინის, კიბერუსაფრთხოების, ბლოკჩეინის და სხვა საინტერესო პროგრამების სწავლებას და კომპანიებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული კურსების შექმნას. გვჯერა, რომ ქართულ კომპანიებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირება სჭირდებათ და მზად ვართ, ისეთი კურსები და ტრენინგები შევთავაზოთ, რაც თანამშრომლების მოკლე დროში ეფექტიანად გადამზადების საშუალებას მისცემთ. ბიზნესებს მათ კონკრეტულ გამოწვევებზე მორგებულ გადაწყვეტებს ვთავაზობთ.

ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს რეგიონების მხარდაჭერის გარეშე ქვეყნის სამუშაო ძალის განვითარება შეუძლებელია. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ რეგიონებში ძალიან ბევრი მონდომებული და მოწადინებული ახალგაზრდაა და ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაციის მოვალეობაა, ამ ადამიანებს თანამედროვე განათლების მიღების საშუალება მივცეთ, მათ შორის დისტანციურად. SKILLWILL-ის კოლეჯის ერთ-ერთი იდეაც ესაა.

რა გამოარჩევს SKILLWILL-ს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან და განვითარების რა პოტენციალი აქვს კომპანიას?

SKILLWILL-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწავლების მიდგომაა, რადგან ჩვენთან პრაქტიკოსი ლექტორები ასწავლიან, ანუ ადამიანები, რომლებიც სასწავლო მასალას ყოველდღიურად პრაქტიკაში იყენებენ და აუცილებელ თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტებს კარიერის განმავლობაში მიღებულ გაკვეთილებსაც ასწავლიან. ასევე გამორჩეულია ჩვენი ციფრული სასწავლო პლატფორმა, რომელიც სწავლებისთვის აუცილებელ ყველა ხელსაწყოს აერთიანებს და პროცესს სტუდენტისთვის მეტად მარტივს და ეფექტიანს ხდის.

კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ პროფესიულ მოდულებთან ერთად, რაც უშუალოდ კონკრეტული პროგრამისთვისაა აუცილებელი, ჩვენს სტუდენტებს რბილ უნარებს, ინტრაპერსონალურ კომუნიკაციას და მეწარმეობას ვასწავლით, რადგან გვჯერა, რომ AI-ის ეპოქაში ადამიანის კონკურენტული უპირატესობა სწორედ რბილი უნარებია. SKILLWILL-ში ასევე წარმოდგენილია ინგლისურ ენის კურსები, რასაც კემბრიჯის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ვასწავლით.

აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი ჩვენს ინფრასტრუქტურას, რომელსაც, ჩვენი შეფასებით, კავკასიაში ანალოგი არ აქვს. დღეს ორი კამპუსი გვაქვს, რომლებიც თბილისის და ბათუმის ისტორიულ უბნებში მდებარეობს. ჩვენთან სრულად აღჭურვილ აუდიტორიებს, კომფორტულ მოსასვენებელ სივრცეებს, კაფეებს და ყოვლისმომცველი სტუდენტური ცხოვრების მისაღებად აუცილებელ სხვა სივრცეებს შეხვდებით, რომელთა გამოყენება ჩვენს ყველა სტუდენტს უსასყიდლოდ შეუძლია.

სტუდენტებზე გათვლილი პროგრამების გარდა, ასევე გვაქვს STEM სკოლა, რომელშიც ბავშვებს რობოტიკას, ვიდეოთამაშების აწყობას და კოდის წერას ვასწავლით. გაკვეთილები თანამედროვე, სრულად აღჭურვილ ფიზიკურ სივრცეში იმართება, რადგან გვჯერა, რომ პრაქტიკული სწავლება სხვაგვარად შეუძლებელია. ხვალინდელი დღე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია და, რაც უფრო ადრე შეეჩვევიან ბავშვები ციფრულ ხელსაწყოებს და თანამედროვე აზროვნებას, მით უფრო წარმატებული და უზრუნველყოფილი მომავალი ექნებათ.

ამჟამად რა პროგრამებზე გაქვთ რეგისტრაცია გამოცხადებული, როგორია დაინტერესება და რეგისტრაციია ვადები?

დღეს, აქტიური წინასწარი რეგისტრაცია გვაქვს SKILLWILL-ის კოლეჯის ხუთ პროგრამაზე, რომელთაც თბილისის და ბათუმის კამპუსებში ვასწავლით. თუ ადამიანს სწავლის სურვილი და სულ მცირე 12 კლასის ატესტატი აქვს, შეუძლია ჩვენი სარეგისტრაციო ფორმა შეავსოს და სამოტივაციო გასაუბრება გაიაროს, რის შემდეგაც ჩვენთან ჩაირიცხება. პროფესიული განათლების მხარდაჭერა სახელმწიფო პოლიტიკაა, რის გამოც SKILLWILL-ის კოლეჯში სწავლა 100%-იანი დაფინანსებით შეიძლება. თავად მოდელი ჰიბრიდულია, ანუ სტუდენტს შეუძლია ისწავლოს, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ, ოღონდ, ამ შემთხვევაში, გამოცდებზე მოსვლა ფიზიკურად დასჭირდება.

კოლეჯში სწავლა 25 ნოემბერს დაიწყება, ოფიციალური რეგისტრაცია კი 1-დან 20 სექტემბრამდე იქნება, განათლების სამინისტროს სპეციალურ პორტალზე. ჩვენს კოლეჯზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ამიტომაც დაინტერესებულ სტუდენტებს ვურჩევ, რაც შეიძლება მალე დარეგისტრირდნენ.

სექტემბრიდან ასევე დავიწყებთ სასერტიფიკატო და მოკლევადიანი კურსების შეთავაზებას. ამ მხრივ, რამდენიმე კურსს გამოვარჩევდი, მათ შორისაა: ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის, ციფრული პროდუქტების ტესტირება, კიბერუსაფრთხოება, სოციალური მედიის მართვა, პროგრამირება 0-დან, ამბის თხრობა ციფრულ ეპოქაში და ვიდეომონტაჟი Adobe Premier Pro-ში. დროსთან ერთად, ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო კურსს ვამატებთ. მალევე გამოვაცხადებთ მიღებას STEM სკოლაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი - განათლებიდან ინვესტიციამდე, რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია l ავთანდილ კასრაძე

06.04.2026.13:18

სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, 500 Global- მა საქართველოში, 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები. მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი იდეების დახვეწის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მათთვის საჭირო სხვა საკითხების შესახებ. ამასთანავე, მათ ექნებათ წვდომა ახალ სანაცნობო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპების სწრაფ განვითარებასა და ზრდას.

როგორც GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრსაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულია, რომ 500 Global in Eurasia-თან პარტნიორობით საქართველოში უკვე მეათედ იმართება რეგიონული აქსელერაციის პროგრამა.

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი, რომელმაც ეკოსისტემას მხოლოდ ცოდნა და მენტორობა კი არა, რეალური საინვესტიციო კაპიტალიც მოუტანა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი — განათლებიდან ინვესტიციამდე — რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 15 ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  500 Global in Eurasia.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა