მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168.9
0.0251
flag
AZN 1.5926
-0.0005
flag
CNY 39.19
-0.0054
flag
EUR 3.1277
-0.0125
flag
GBP 3.6141
-0.0145
flag
KZT 56.06
0
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.7066
-0.0009

საქართველოში IT სექტორში 52 000 ადამიანია დასაქმებული - ვახტანგ თურნავა

news image

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვახტანგ თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ICT სექტორი გლობალურ კონკურენციაშია ჩართული. მისივე განცხადებით, მხოლოდ საგადასახადო შეღავათები საკმარისი არ არის და ქვეყანას დამატებითი უპირატესობებით უწევს უცხოელი სპეციალისტებისა და კომპანიების მოზიდვა, მათ შორის ცხოვრების ხარისხით, უსაფრთხო გარემოთი და განათლების პროგრამებით, მაშინ როცა სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 52 000-ს აღწევს და საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.

„ადამიანს ბევრი რამ სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს. თუნდაც კომპანიამ თვითონ გადაწყვიტოს, რომ აქ შემოვიდეს. რა თქმა უნდა უყურებს იმ ბენეფიტებს, სად წავიდეს, რომელ ქვეყანაში წავიდეს. ბევრი ქვეყანა სთავაზობს, მათ შორის დუბაი - ახლა ცოტა რთული იქნება მათთან წასვლა. ძალიან დიდ კონკურენციაა. 

რა აინტერესებს ხომ უცხოელს საქართველოში როცა ჩამოდის? რომ იყოს სიმშვიდე, სიწყნარე, კრიმინალი არ იყოს, დაბალი დონე იყოს კრიმინალის, კარგი საჭმელი იყოს, კარგი ქვეყანა იყოს, ბინა იქირავოს და კომფორტულად მოკლედ კომფორტულად იგრძნოს თავი. 

ვფიქრობ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ ექსპატი ჩამოვიდეს, იცხოვროს და აქედან იმუშაოს. 

დღეს საქართველოში მთლიანად IT სექტორში სადღაც 52 000 კაცი უკვე დასაქმებული, ქართველიან-უცხოელიანად და ჩვენ გვინდა, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გავზარდოთ. ამისთვის ბევრი ნაბიჯი არის გადადგმული, განსაკუთრებით სწავლების ნაწილში არის ბევრი ნაბიჯი გადადგმული. უკვე პროფესიული განათლება უკვე წინ წამოვიდა და უკვე ახალი რეფორმით მაგალითად უკვე სტუდენტებს შეეძლებათ, რომ მაგალითად პროფსასწავლებელში ჩააბარონ და არა მხოლოდ უნივერსიტეტში და ისწავლონ IT მიმართულება.

ასევე, მერია "ისწავლე და დასაქმდის" პროგრამით დასაქმებას. ახლა იყო ერთ-ერთი ბოლო პრეზენტაცია, მაგრამ ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და 15 000 ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, რაც ძალიან კარგია და ძალიან მისასალმებელია, როდესაც ქვეყანა და მუნიციპალიტეტი ასე უდგას მოქალაქეებს გვერდში. ამიტომ ვისაც უნდა სწავლა, ასევე არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ისწავლოს, შევიდეს მერიის საიტზე, იქ იპოვოს კონკრეტული კურსი, აირჩიოს და დარეგისტრირდეს და აირჩიოს ის სასწავლებელი სადაც უნდა ისწავლოს. და სულ რაღაც 7-დან 12 თვემდე პერიოდის სწავლის შემდეგ უკვე შეუძლია, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონდეს.

მინდა შეგახსენოთ, რომ ზოგადად ICT სფეროში საშუალო ხელფასი არის 4 500 ლარამდე, რაც BPO-ებსაც მოიცავს, აუთსორსინგულ კომპანიებს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულად ტექნოლოგიების კომპანიაზე, სადაც კოდს წერენ ან AI-სთან მუშაობენ და ასე შემდეგ, მანდ უკვე სადღაც 7 500 ლარზე არის საშუალო ხელფასი, რაც ნიშნავს, რომ ზოგს აქვს 15 000, ზოგს 5 000, მაგრამ საშუალო ხელფასი უკვე 7 000 ლარია, რაც ქვეყანაში 3.5-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო ხელფასი“, - აცხადებს ვახტანგ თურნავა.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი კომპანიები შემოვლენ საქართველოში, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქციას - ვახტანგ თურნავა

26.03.2026.22:00

ICT სექტორში დასაქმების ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა განათლებას და სწორი მიმართულების შერჩევას აქვს, - მიიჩნევს პარლამენტის წევრი ვახტანგ თურნავა, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.  მისი თქმით, ტექნოლოგიურ სფეროში კადრების დეფიციტი გლობალურად მაღალია და პრაქტიკულად უმუშევარი IT სპეციალისტი არ არსებობს, რის ფონზეც ამ მიმართულებით ჩართული თითოეული ადამიანი სამუშაოს პოვნის რეალურ შესაძლებლობას ფლობს.

„იმისთვის რომ დასაქმდეს ადამიანი, რა თქმა უნდა მაღალანაზღაურებად სამსახურებს ვგულისხმობ, მას სჭირდება განათლება.ეს განათლება შეიძლება მრავალმხრივ მიიღოს. დღეს დღევანდელ დღეს 21-ე საუკუნეში უკვე ყველანაირი რომ შეხვიდეთ MIT-ის ვებსაიტზე ან ჰარვარდის და ასე შემდეგ, ყველანაირი ინფორმაცია აქვთ. მაგრამ იმდენად ბევრია ეს ინფორმაცია, რომ ძალიან რთულია და უჭირს სტუდენტს ან დაინტერესებულ პირს რომ აირჩიოს რამდენი რამე ისწავლოს.

შესაბამისად ეს უნივერსიტეტები გეუბნება რა გააკეთო, როგორ გააკეთო, მიგითითებს და მერე შენ თვითონ უნდა აჰყვე. ამიტომ ზუსტად სწორი მიმართულება როდესაც გაძლევს სასწავლებელი - კოლეჯი იქნება, უნივერსიტეტი თუ შენი ვიღაც მეგობარი - უკვე შენ იცი რისთვის იწყებ, სად იწყებ მუშაობას. დღეს ვიცით, რომ რა ტექნოლოგიები არის იმისთვის საჭირო, რომ თქვენ მოეწყოთ სამსახურში. შესაბამისად ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რომ თუ ჩვენ შევძლებთ სწორი მიმართულებით განსაზღვრას, ის სამსახურებრივი ნიშები რაც არის ძალიან ბევრი დარჩენილი, შეგახსენებთ ევროპაში დაახლოებით ერთი მილიონი პროგრამისტი აკლია ევროპელებს, ამერიკაშიც ერთი მაგდენივე“, - განმარტავს ვახტანგ თურნავა. 

მისივე განცხადებით, ICT სექტორის სწრაფი ზრდა სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობის შედეგია. მისი თქმით, IT ექსპორტი, რომელიც უკვე მშპ-ის დაახლოებით 8%-ს შეადგენს, ძირითადად ცოდნაზეა დაფუძნებული და ქვეყნის შიგნით შექმნილი შემოსავალი ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

„ამ სფეროს განვითარებაში უკვე ჩართულია მთელი ქვეყანა და სახელმწიფო - უნივერსიტეტები, კოლეჯები, პროფესიული სასწავლებლები და მერია. სწორედ ამ ერთიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ დარგის ექსპორტი ჩვენი მშპ-ს 8%-ს შეადგენს. რეალურად, ქვეყნიდან მატერიალური პროდუქტი კი არ გადის, არამედ  ცოდნა. დასაქმებული ადამიანი მიღებული შემოსავლის დიდ ნაწილს, 90%-ზე მეტს, კვლავ აქ ხარჯავს, რაც პირდაპირ განაპირობებს ეკონომიკის წინსვლას.

ასევე მინდა გითხრათ, რომ არის ციფრული ტექნოლოგიების ასოციაცია, სადაც ბევრი ადამიანი არის გაწევრიანებული და უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით აქვთ ნიშა, რაც მოიცავს ზუსტად იმ სფეროებს, რა სფეროებშიც დღეს IT ექსპორტში გვაქვს. ბევრი კომპანია გაერთიანებული, სადაც ძალიან ხშირად ვემუშავებით მას, მოაქვთ კონკრეტული მაგალითები რა სჭირდებათ კონკრეტულ IT სფეროში, ICT სფეროში და ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი.

ამ სფეროში ერთიანდებიან VASP-ები (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები), PSP-ები (საგადახდო მომსახურების პროვაიდერები), ციფრული ბანკები და, ზოგადად, ყველა ის კომპანია, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებთან არის ასოცირებული.

შესაბამისად მათ ვუსმენთ და შემდგომ უკვე ჩვენ თვითონ უკვე პარლამენტიდან და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ გამოსავლებს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მაგალითად ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის დადგენილებაც გამოაქვეყნა და რაც კიდევ ერთი დიდი სენსაცია იქნება, როდესაც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი კომპანიები შემოვლენ საქართველოში და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როგორც ტექნოლოგიური ჰაბის წერტილს რუკაზე. ამიტომ დაველოდოთ ახალ მოვლენებს და ახალ კომპანიებს, რომელიც საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ“, - აღნიშნა ვახტანგ თურნავამ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა