მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყანაში IT ეკოსისტემის შესაქმნელად - ავთანდილ კასრაძე

news image

საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის ბრუნვა ბოლო 4 წელიწადში 10-ჯერ გაიზარდა. 2024 წლის მდგომარეობით, IT სექტორის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 5%-ი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. ასევე გაზრდილია IT მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა - ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაოთხმაგდა. ამასთან, IT სექტორში დასაქმებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 3 -ჯერ აღემატება. რაც შეეხება IT მიმართულებით გაწეული მომსახურების წილს მთლიანი ექსპორტის მოცულობაში, 2023 წლის მდგომარეობით, ის 7%-ს გაუტოლდა, რაც 2020 წელთან შედარებით 3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 8 -ჯერ გაიზარდა. 

როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, მიღწეული შედეგები შესაძლებელი გახდა ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად.

„საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყანაში IT ეკოსისტემის შესაქმნელად, IT კომპანიებისთვის ქვეყანაში არსებული საგადასახადო შეღავათების, 5%-იანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის შედეგად, საერთშორისო კომპანიის სტატუსით რეგისტრირებულია 170-ზე მეტი კომპანია, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირთა რაოდენობამ, რომელთაც IT მიმართულება აქვთ მითითებული საქმიანობის სფეროდ, 2024 წელს შეადგინა 18 580, მათი საშუალო თვიური ხელფასი კი წარმოადგენს 8,876 ლარს. თავის მხრივ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინვესტიციას ახორციელებს ახალი IT სპეციალისტების გადამზადების პროგრამებში, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე დასაქმდნენ“. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ასევე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელი IT პროფესიონალებისა და მეწარმეებისთვის ბინადრობის მოპოვების წესში ცვლილებების შესახებ. ახალი რეგულაციების მიხედვით, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტზე ნაკლები არ არის. ბინადრობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა და განახლებადია 12 წლამდე. ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო IT კომპანიებში დასაქმებულთა მიერ საქართველოში დახარჯული თანხა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 6.5 მლრდ. ლარს მიაღწევს.

ავთანდილ კასრაძის თქმით, GITA - ს მიერ განხორციელებული სტარტაპების მხარდამჭერი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამების შედეგად, შეიქმნა 4,000 სამუშაო ადგილი და ეკონომიკაში 700 მლნ ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიტანა. 2026 წლიდან „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის“ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, 4 საერთაშორისო აქსელერატორი ქართულ სტარტაპებს დაეხმარება გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.

2025 წლის სექტემბრიდან  ცვლილებები შევიდა ინოვაციების შესახებ კანონში, რის შედეგადაც განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი. კერძოდ, აღნიშნული სტატუსის მქონე პირები, პირველი 3 წლის განმავლობაში ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადის 0%-იანი განაკვეთით. გარდა ამისა, მათ, მოგების განაწილების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხის 300% გამოიქვითონ დასაბეგრი მოგებიდან. მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კი დაიბრუნონ კვლევებსა და განვითარებაზე დახარჯული თანხის 20% ქეშბექის სახით. გარდა ამისა, კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ საშემოსავლო და მოგების გადასახადების 5%-იანი განაკვეთით.

ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში იქმნება რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც წარმოადგენს მულტიფუნქციურ ინოვაციურ სივრცეს და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებს.  „ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, რომელიც უმასპინძლებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს და დასაქმების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შესძენს საქართველოს მოქალაქეებს.“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ. 

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის (GITA) მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია

14.04.2026.17:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აზერ ბაირამოვთან და ინოვაციებისა და ციფრული განვითარების სააგენტოს (IDDA) თავმჯდომარის მოადგილე სალარ იმამალიევთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით. მათ შორის, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, GITA-სა და IDDA-ს კოორდინაციით, უწყებათაშორისი სამუშაო ფორმატის ამოქმედებაზე, რომელზეც მხარეები ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის ინოვაციების ცენტრის რეზიდენტ კომპანიებთანაც. ქართულმა მხარემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოქმედი მოქნილი საგადასახადო მექანიზმებისა და იმ ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოში, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოში, ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ ცენტრში, ASAN-ის ინოვაციების ჰაბში და სხვა საჯარო უწყებებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა