საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი
13 აპრილს, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის თეორიული ტური გაიმართა. წელს პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი.
STEM ოლიმპიადის ნახევარფინალში მონაწილეობა 130-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. პირველ ეტაპზე,თითოეული სკოლის გუნდიდან სამმა მოსწავლემ დაწერა ტესტი მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის მიმართულებით.
შედეგებზე დაყრდნობით კი სულ მალე გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა, რომლებიც ფინალურ ტურში იასპარეზებენ.
ფინალურ რაუნდამდე გამარჯვებული გუნდები და მათი მენტორები სპეციალურ, ინტენსიური გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები გაუძღვებიან.
ფინალურ ტურში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე. რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი - 10 000 ლარიგადაეცემა.
STEM ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.