საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი
საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით შეთავაზების შექმნა იმ ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც გადახდის მეთოდი (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ აქვთ.
აქამდე Ads მენეჯერის შეთავაზების შექმნა მხოლოდ გადახდის მეთოდის მქონე ბიზნესებს შეეძლოთ. თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი, მისი მიმართულებიდან გამომდინარე, გადახდის მეთოდებს არ იყენებს.სწორედ ამიტომ, ამიერიდან, გადახდის მეთოდის არ მქონე ბიზნესებიც (მაგალითად: ინსტაგრამ მაღაზიები, რომლებიც გადარიცხვაზე მუშაობენ), დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ტერმინალით არ იღებენ გადახდებს, პლატფორმით სარგებლობას და მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთებას შეძლებენ. (მაგალითად, საქართველოს ბანკის სტუდენტებისთვის, AmEx ბარათის მფლობელებისთვის, სოლო მომხმარებლებისთვის).
გარდა ამისა, პლატფორმას 3 ახალი ფუნქციონალი დაემატა, რაც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს ცნობადობა და შესაბამისად, სარგებელიც. ესენია:
ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად
Ads manager-ში შეთავაზების შექმნისას ბიზნესებს შესაბამისი ფოტოს მოძიება უჭირდათ. სწორედ ამიტომ, მათი საჭიროების შესაბამისად, მომხმარებლებს პლატფორმაზე სასურველი ვიზუალის შერჩევის შესაძლებლობა გავუჩინეთ.
განმეორებადი შეთავაზებები (მაგალითად: შესთავაზეთ მომხმარებელს ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს და გაზარდეთ ლოიალურობა)
ეს ფუნქციონალი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს განმეორებითი, ყოველკვირეული ან ყოველთვიური შეთავაზებები შექმნან და გაზარდონ მომხმარებლის ლოიალურობა.
ბრენდის მართვა - სახელისა და ლოგოს ატვირთვის შესაძლებლობა
ბევრ კომპანიას იურიდიული სახელი აქვს, (მაგ: შპს x), თუმცა ბრენდულად ამ სახელით პოზიციონირება არ სურთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კი ბიზნესს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეცვალონ დასახელება და მობილბანკში მომხმარებლებისთვის სასურველი სახელით გამოჩნდნენ.
ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს.
შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი, ხოლო თუ მარკეტერი ხართ - სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი როლი.
თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ.
შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:
უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი - განათლებიდან ინვესტიციამდე, რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია l ავთანდილ კასრაძე
06.04.2026.13:18
სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, 500 Global- მა საქართველოში, 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები. მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი იდეების დახვეწის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მათთვის საჭირო სხვა საკითხების შესახებ. ამასთანავე, მათ ექნებათ წვდომა ახალ სანაცნობო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპების სწრაფ განვითარებასა და ზრდას.
როგორც GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრსაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულია, რომ 500 Global in Eurasia-თან პარტნიორობით საქართველოში უკვე მეათედ იმართება რეგიონული აქსელერაციის პროგრამა.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი, რომელმაც ეკოსისტემას მხოლოდ ცოდნა და მენტორობა კი არა, რეალური საინვესტიციო კაპიტალიც მოუტანა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი — განათლებიდან ინვესტიციამდე — რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 15 ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.