საქართველოდან სილიკონ ველიმდე: QuickShipper TechCrunch Startup Battlefield-ის მონაწილეა
ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა QuickShipper - მა ევრაზიის რეგიონალურ კონკურსში გაიმარჯვა და ოქტომბერში, სან ფრანცისკოში TechCrunch Startup Battlefield 200-ის მონაწილე იქნება. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.
ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა QuickShipper - მა ევრაზიის რეგიონალურ კონკურსში გაიმარჯვა და ოქტომბერში, სან ფრანცისკოში TechCrunch Startup Battlefield 200-ის მონაწილე იქნება. Silkroad Innovation Hub-ის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ ტურში 9 ქვეყნის წარმომადგენელი სტარტაპი მონაწილეოდბა. QuickShipper-ს კი, როგორც გამარჯვებულს, შესაძლებლობა ექნება პროდუქტი კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას გააცნოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი TechCrunch Startup Battlefield?
TechCrunch Startup Battlefield ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პლატფორმაა სტარტაპებისთვის მსოფლიოში. ის ტარდება TechCrunch Disrupt 2025-ის ფარგლებში სან-ფრანცისკოში. პროგრამა 200 სტარტაპს ირჩევს მთელ მსოფლიოში, რათა მათ საკუთარი კომპანიები წარადგინონ პოტენციური ინვესტორების, მედიისა და ინდუსტრიის ლიდერების წინაშე.
ბევრი წარმატებული კომპანიისთვის ამ პროგრამის გავლა გარდამტეხი იყო. კონკურსის ყოფილი მონაწილეები დღეს ისეთი გლობალური კომპანიები არიან, როგორც Dropbox, Cloudflare, Mint, Fitbit და Discord - ყველა მათგანი სწორედ Startup Battlefield-ის შემდეგ გახდა ცნობილი. ჯამში, პროგრამის დახმარებით 29 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია არის მოზიდული და 200-ზე მეტმა მონაწილემ ე.წ. წარმატებული exit განახორციელა.
შესაბამისად, მონაწილეობა უკვე მიანიშნებს, რომ პროგრამაში ჩართული თითოეული სტარტაპი უკვე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და გლობალურად მნიშვნელოვანი კომპანიაა.
რას ნიშნავს ეს QuickShipper-სთვის?
Startup Battlefield 200-ში მონაწილეობისას QuickShipper-ი იღებს:
• გლობალურ ასპარეზს საკუთარი ტექნოლოგიის წარმოსაჩენად პოტენციური ინვესტორების, პარტნიორების და მომხმარებლების წინაშე;
• ექცევა მედიის ყურადრების ცენტრში, TechCrunch-ისა და საერთაშორისო პრესის მეშვეობით მაღლდება სტარტაპის ცნობადობა;
• წვდომას სილიკონ ველის ეკოსისტემის ექსკლუზიური ქსელშია და მენტორობის უმაღლეს წრეში;
• შესაძლებლობას, დაუკავშირდეს კორპორაციებს, აქსელერატორებსა და ვენჩურულ ფონდებს, რომლებიც განსაზღვრავენ ლოჯისტიკისა და ელექტრონული კომერციის მომავალს.
ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს, რომ QuickShipper-მა დაიმკვიდრა ადგილი იმ სტარტაპებსა და კომპანიებს შორის, რომელთა პერსპექტივები და შესაძლებლობები სცდება რეგიონულ მასშტაბს.
QuickShipper-ის შესახებ:
QuickShipper არის ხელოვნური ინტელექტით მართვადი საკურიერო მომსახურების პლატფორმა, რომელის მეშვეობით მაქსიმალირად გამარტივებულდ ხდება გაყიდვის სხვადასხვა არხიდან შეკვეთების მიღება-სისტემატიზაცია და მათი ოპტიმალური ეფექტიანობით გადანაწილება კომპანიების შიდა მძღოლებზე, ან გარე საკურიერო კომპანიებზე.
პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს მძღოლების სამართავ სრულ ეკოსისტემას და, ამავე დროს, მყისიერ წვდომას ინტეგრირებული კურიერულ ქსელზე. პლატფორმაში უკვე ინტეგრირებულია ორი საერთაშორისო გიგანტი - ვოლტი და გლოვო, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი ჰიბრიდული პროდუქტი მომხმარებლებისთვის მთელი ევროპის მასშტაბითაც არის ხელმისაწვდომი.
მიწოდების პროცესში წარმოქმნილი ყველა საჭიროება მართვის ერთ პანელზეა მოთავსებული, რაც ათავისუფლებს მომხმარებელს:
• ცალკეული კონტრაქტების გაფორმებისგან;
• ანგარიშგების სირთულეებისგან;
• გაფანტული კომუნიკაციებისგან.
ცნობისთვის, QuickShipper აერთიანებს და ამარტივებს მთელ პროცესს, მიწოდებას ხდის მარტივს, ეფექტიანს, რაც შესაძელებლობას აძლევს კოპმანიას, შეუფერხებლად გაზარდოს გაყიდვები. საქართველოს ფარგლებს გარდა, პლატფორმას უკვე იყენებენ 20 სხვა ქვეყანაში. კომპანიამ ასევე გამოუშვა საკუთარი ფლაგინი shopify-სთვის, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს.
სხვა სიახლეები
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი - განათლებიდან ინვესტიციამდე, რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია l ავთანდილ კასრაძე
06.04.2026.13:18
სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისა და კომპანიების სწრაფი მასშტაბირების ხელშეწყობის მიზნით, 500 Global- მა საქართველოში, 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით უკვე ექვსი წელია ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაივლიან, რომლის განმავლობაშიც მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები. მონაწილეები მიიღებენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი იდეების დახვეწის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და მათთვის საჭირო სხვა საკითხების შესახებ. ამასთანავე, მათ ექნებათ წვდომა ახალ სანაცნობო ქსელთან, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპების სწრაფ განვითარებასა და ზრდას.
როგორც GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრსაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულია, რომ 500 Global in Eurasia-თან პარტნიორობით საქართველოში უკვე მეათედ იმართება რეგიონული აქსელერაციის პროგრამა.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პირველი ვენჩურული ფონდი, რომელმაც ეკოსისტემას მხოლოდ ცოდნა და მენტორობა კი არა, რეალური საინვესტიციო კაპიტალიც მოუტანა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აგრძელებს მუშაობას, რომ სტარტაპებს ჰქონდეთ სრული ციკლი — განათლებიდან ინვესტიციამდე — რაც საქართველოს რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 15 ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.