მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

სან-ფრანცისკოში, სადაც კონცენტრირებულია მსოფლიო საინვესტიციო კაპიტალის უდიდესი ნაწილი, ინოვაციების ჰაბის გახსნით ქართულ სტარტაპებს ინვესტორებთან პირდაპირი წვდომა ექნებათ - ლევან ყულიჯანიშვილი

news image

სან-ფრანცისკოში,  სადაც კონცენტრირებულია მსოფლიო საინვესტიციო კაპიტალის უდიდესი ნაწილი, ინოვაციების ჰაბის გახსნით ქართულ სტარტაპებს ექნებათ პირდაპირი წვდომა ინვესტორებთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დაფინანსების შანსებს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა გააკეთა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის ამოქმედებას კონსული დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ჰაბი ხელს შეუწყობს ორმხრივ ინვესტიციებს. 
„ჰაბი იქნება ქართული სტარტაპების, ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის ერთგვარი ხიდი გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში მოსახვედრად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიმედოვნებთ, რომ ჰაბი ხელს შეუწყობს ორმხრივ ინვესტიციებს - არამხოლოდ ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას რეგიონში, არამედ რეგიონალური ინვესტიციების მიმართვას ამერიკულ ბაზარზე“ - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა.

 დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში, ქალაქ სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რომლის მეშვეობით ქართული სტარტაპ კომპანიები უფრო მარტივად შეძლებენ უცხოეთის ბაზრებზე გასვლასა და საერთაშორისო ინვესტორებთან წვდომას გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, ე.წ. სილიკონ ველიზე. ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ - ინვესტორთა ქსელების დაინტერესება და ქვეყანაში შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვა.


ტექნოლოგიური ჰაბი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გახსნის,  სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ამოქმედდება. საკონსულო სან ფრანცისკოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - სილიკონ ველიზე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის წარმოჩენასა და ქართული სტარტაპების საქმიანობის ხელშეწყობაში. ჰაბის მეშვეობით საქართველო შეძლებს საერთაშორისო არენაზე უკეთ მოახდინოს განვითარებული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციონირება. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელიც სილიკონის ველზე ტექნოლოგიურ ჰაბს გახსნის.

ტექნოლოგიური ჰაბის საქმიანობა მიმართული იქნება ქართული სტარტაპების “ნეთვორქინგის” გაძლიერებაზე პოტენციურ ინვესტორებთან და სხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რაც გულისხმობს დემო დღეებს საერთაშორისო ინვესტორებისთვის, B2B შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ინვესტორებთან და პრეზენტაციებს საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ. გარდა ამისა, ასევე მოხდება ქართული სტარტაპების მხარდაჭერა ბიზნესის მიმართულებით, რაც გულისხმობს იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებს აშშ ბაზარზე შესვლისთვის, ოფისის სივრცით სარგებლობას ქართული სტარტაპებისთვის და ბიზნეს კონტაქტების ბაზის შექმნას და გაზიარებას.
სან ფრანცისკოში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. შედეგად, ორი სამთავრობო უწყება გააძლიერებს თანამშრომლობას საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების და ინვესტიციებისა და ინოვაციების ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43 პროცენტია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა

16.04.2026.13:06

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

აღნიშნული ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ და შპს „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ გახდნენ.

• შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ - სტარტაპი, პროფესიული მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ქმნის კვლევით ტექნოლოგიას - “არგონავტი”, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს კვლევის მთელ ციკლს: კვლევითი ინსტრუმენტების შექმნას, საველე სამუშაოების ორგანიზებას, მონაცემთა ხარისხის კონტროლს, მონაცემების გაწმენდას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას.

• შპს „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ - სტარტაპი ქმნის კორპორატიული კეთილდღეობის (corporate wellness) ახალ მოდელს, ჩაშენებულს უშუალოდ სამუშაო პროცესში. სამუშაო და საოფისე გარემოზე მორგებული სასიარულო ბილიკები (Walking Pads) სინქრონიზირებულია მობილურ აპლიკაციასთან და ანალიტიკურ პლატფორმასთან.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მოიპოვებენ ის სტარტაპები, რომლებიც ქმნიან ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პროდუქტს, პროცესს ან მომსახურებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა