მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა

news image

22 იანვარს Unpacked ღონისძიებაზე, Samsung-მა წარადგინა ახალი Galaxy S25 Ultra, Galaxy S25+ და Galaxy S25. ახალი სმარტფონები ქმნის მობილური AI-ის სრულიად განსხვავებულ ეპოქას, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. Galaxy S25 სერია, აღჭურვილია ადამიანის მსგავსი AI-ით, რასაც შეუძლია ჩვენი ყოველდღიურობა ბევრად გაამარტივოს და სხვადასხვა დავალებების შესრულების ინოვაციური გზები შემოგვთავაზოს.

Galaxy S25 სერია წარმოაჩენს Samsung-ის ხედვას, შეცვალოს სმარტფონების გამოყენების ქცევა, ადამიანების ყოველდღიურობა და სამყაროსთან ურთიერთობის პროცესიც. 

ინტუიტიური და გამარტივებული ინტერაქცია 

One UI-სთან ერთად, Galaxy S25 სერია გახდება შენი AI თანამგზავრი, რომელიც ამოიცნობს საჭიროებებს, კონტექსტს და გთავაზობს შენზე მორგებულ AI გამოცდილებას. 

Samsung აქტიურად მუშაობს Google-თან ერთად, Android-ის ახალი ვერსიის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. ეს არის დეველოპერებისა და პარტნიორების გლობალური ძალისხმევა, რათა შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, უფრო მოქნილი Android სისტემა.

Galaxy-ის ახალ სერიაში გაუმჯობესებულია მომხმარებლის ფავორიტი ფუნქცია - Circle to Search, რომელიც გეხმარება გამარტივებულ ძიებაში. ეს ფუნქცია ახლა უკვე სწრაფად ამოიცნობს მობილურის ნომრებს, იმეილებსა და URL-ებს შენს ეკრანზე, რითაც გაძლევს საშუალებას, დარეკო, გააგზავნო მეილი ან ეწვიო ვებსაიტს, ეკრანზე მხოლოდ ერთი შეხებით. 

ცხოვრებას გაცილებით გაგიმარტივებს შენი AI ასისტენტი - Gemini, რომლითაც შეგიძლია ინტერაქცია Samsung-სა და Google-ის მრავალ აპლიკაციას შორის. მაგალითად, შეგიძლია მოძებნო შენი საყვარელი სპორტული კლუბის მთელი სეზონის განრიგი და დაამატო Samsung Calendar-ში, მხოლოდ ერთი ხმოვანი ბრძანებით. 

Galaxy S25 სერია კვლავ აგრძელებს Call Transcript-ის საშუალებით შენი საუბრების გამარტივებას. Writing Assist ფუნქციები, როგორიცაა კონტენტის შეჯამება ან ავტომატური ფორმატირება, ახლა უკვე ხელმისაწვდომია იქვე, სადაც ტექსტს მონიშნავ. აღარ გჭირდება ერთი აპლიკაციიდან გამოსვლა და მეორეზე გადასვლა, რაც გიზოგავს დროსა და ენერგიას.

AI-ის ეპოქაში Samsung განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალური ინფორმაციის დაცვას. მომხმარებელზე მორგებული გამოცდილების პარალელურად, ნებისმიერი ინფორმაცია უსაფრთხოდ დაცულია Knox Vault-ში.

Galaxy-ს ყველაზე მძლავრი პერფორმანსი

Galaxy S25 სერიაში გამოიყენება საუკეთესო, ახალი ფლაგმანური Qualcomm-ის პირველი 3nm-იანი ჩიპსეტი - Snapdragon 8 Elite. წინამორბედთან შედარებით NPU 40%-ით არის გაზრდილი, რაც ახალ Galaxy AI ფუნქციების სიჩქარეს და ეფექტურობას უწყობს ხელს. ახალი პროცესორი გასაოცრად მძლავრი, სწრაფი და ენერგოეფექტურია. ის შემოგვთავაზებს თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას, თამაშის მაქსიმალური რესურსის გამოყენებისას. 

Samsung და მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Qualcomm მუშაობდნენ ერთად, რათა გაეუმჯობესებინათ Snapdragon® 8 Elite. შედეგად, Galaxy S25 სერიას აქვს უფრო ეფექტიანი AI სურათების დამუშავების ფუნქცია, ProScaler-თან ერთად, რომელიც რომელიც ზრდის გამოსახულების ხარისხს სკალირების (Upscaling) ტექნოლოგიით, რაც თავად თამაშსა და სხვა მულტიმედია გამოცდილებას განსაკუთრებულს ხდის. 

ფოტო გადაღების ახალი ეპოქა

Galaxy S25 სერია გთავაზობს 4-ჯერ უფრო მდიდარ ფერს, წინა სერიასთან შედარებით. სმარტფონს შეუძლია დეტალების გადაღებაც, ნებისმიერი განათების პირობებში. გარდა ამისა, დაბალი განათების დროს, ვიდეოები არასდროს ყოფილა ასეთი მკაფიო, როგორც Galaxy S25-ით გადაღებისას. მძლავრ პროცესორზე დაფუძნებული Galaxy S25 აანალიზებს საგნების მოძრაობასა და დროს, რათა მიიღო უფრო მკვეთრი, ნათელი კადრები ნებისმიერ გარემოში.

Galaxy S25 Ultra-ს იცავს გამძლე ტიტანი და ახალი Corning® Gorilla® Armor 2 - პირველი მასალა, რომელიც მინაზე უფრო გამძლეა. ის აერთიანებს Corning-ის მინა-კერამიკას და ბრენდის საკუთრებაში არსებულ არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირულ დამუშავებას, რაც ხელს უწყობს დავარდნისას უფრო გაძლიერებულ დაცვას და ნაკაწრებისადმი მდგრადობას.

Galaxy S25 სერია გეხმარება, ახალ ეტაპზე გადაიყვანო შენი AI გამოცდილება და გახადო ყოველდღიურობა უფრო საინტერესო.
უახლესი ფლაგმანური Galaxy S25 სერიის გაყიდვა საქართველოში, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების ქსელებში, ძალიან მალე დაიწყება. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

06.02.2026.14:06

საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადამ ინფორმატიკაში, რომელიც წელს  ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველად გამოცხადდა, ქვეყნის მასშტაბით დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველ ონლაინ ტურში, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეების 50%-ზე მეტი ოლიმპიადას რეგიონებიდან შემოუერთდა. 

Olyinfo თითოეულ მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, გამოცადონ საკუთარი უნარები ანალიტიკურ, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

უკვე ცნობილია მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა, რომლებიც დასკვნითი ტურისთვის მოემზადებიან. შედეგების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.olyinfo.ge

OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე გაიმართა. 

თიბისისა და BTU-ს პარტნიორობით შექმნილი ტექ ოლიმპიადების ჰაბი ერთიანი პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალი თაობას საშუალებას აძლევს გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები და ტექნოლოგიებში პირველი ნაბიჯები გადადგან.

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. ჰაბი, ასევე მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.

თიბისი, ჰაბის გენერალური პარტნიორი, განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილავს, ამიტომ ბრენდი სისტემურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებას საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა