Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
22 იანვარს Unpacked ღონისძიებაზე, Samsung-მა წარადგინა ახალი Galaxy S25 Ultra, Galaxy S25+ და Galaxy S25. ახალი სმარტფონები ქმნის მობილური AI-ის სრულიად განსხვავებულ ეპოქას, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. Galaxy S25 სერია, აღჭურვილია ადამიანის მსგავსი AI-ით, რასაც შეუძლია ჩვენი ყოველდღიურობა ბევრად გაამარტივოს და სხვადასხვა დავალებების შესრულების ინოვაციური გზები შემოგვთავაზოს.
Galaxy S25 სერია წარმოაჩენს Samsung-ის ხედვას, შეცვალოს სმარტფონების გამოყენების ქცევა, ადამიანების ყოველდღიურობა და სამყაროსთან ურთიერთობის პროცესიც.
ინტუიტიური და გამარტივებული ინტერაქცია
One UI-სთან ერთად, Galaxy S25 სერია გახდება შენი AI თანამგზავრი, რომელიც ამოიცნობს საჭიროებებს, კონტექსტს და გთავაზობს შენზე მორგებულ AI გამოცდილებას.
Samsung აქტიურად მუშაობს Google-თან ერთად, Android-ის ახალი ვერსიის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. ეს არის დეველოპერებისა და პარტნიორების გლობალური ძალისხმევა, რათა შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, უფრო მოქნილი Android სისტემა.
Galaxy-ის ახალ სერიაში გაუმჯობესებულია მომხმარებლის ფავორიტი ფუნქცია - Circle to Search, რომელიც გეხმარება გამარტივებულ ძიებაში. ეს ფუნქცია ახლა უკვე სწრაფად ამოიცნობს მობილურის ნომრებს, იმეილებსა და URL-ებს შენს ეკრანზე, რითაც გაძლევს საშუალებას, დარეკო, გააგზავნო მეილი ან ეწვიო ვებსაიტს, ეკრანზე მხოლოდ ერთი შეხებით.
ცხოვრებას გაცილებით გაგიმარტივებს შენი AI ასისტენტი - Gemini, რომლითაც შეგიძლია ინტერაქცია Samsung-სა და Google-ის მრავალ აპლიკაციას შორის. მაგალითად, შეგიძლია მოძებნო შენი საყვარელი სპორტული კლუბის მთელი სეზონის განრიგი და დაამატო Samsung Calendar-ში, მხოლოდ ერთი ხმოვანი ბრძანებით.
Galaxy S25 სერია კვლავ აგრძელებს Call Transcript-ის საშუალებით შენი საუბრების გამარტივებას. Writing Assist ფუნქციები, როგორიცაა კონტენტის შეჯამება ან ავტომატური ფორმატირება, ახლა უკვე ხელმისაწვდომია იქვე, სადაც ტექსტს მონიშნავ. აღარ გჭირდება ერთი აპლიკაციიდან გამოსვლა და მეორეზე გადასვლა, რაც გიზოგავს დროსა და ენერგიას.
AI-ის ეპოქაში Samsung განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალური ინფორმაციის დაცვას. მომხმარებელზე მორგებული გამოცდილების პარალელურად, ნებისმიერი ინფორმაცია უსაფრთხოდ დაცულია Knox Vault-ში.
Galaxy-ს ყველაზე მძლავრი პერფორმანსი
Galaxy S25 სერიაში გამოიყენება საუკეთესო, ახალი ფლაგმანური Qualcomm-ის პირველი 3nm-იანი ჩიპსეტი - Snapdragon 8 Elite. წინამორბედთან შედარებით NPU 40%-ით არის გაზრდილი, რაც ახალ Galaxy AI ფუნქციების სიჩქარეს და ეფექტურობას უწყობს ხელს. ახალი პროცესორი გასაოცრად მძლავრი, სწრაფი და ენერგოეფექტურია. ის შემოგვთავაზებს თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას, თამაშის მაქსიმალური რესურსის გამოყენებისას.
Samsung და მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Qualcomm მუშაობდნენ ერთად, რათა გაეუმჯობესებინათ Snapdragon® 8 Elite. შედეგად, Galaxy S25 სერიას აქვს უფრო ეფექტიანი AI სურათების დამუშავების ფუნქცია, ProScaler-თან ერთად, რომელიც რომელიც ზრდის გამოსახულების ხარისხს სკალირების (Upscaling) ტექნოლოგიით, რაც თავად თამაშსა და სხვა მულტიმედია გამოცდილებას განსაკუთრებულს ხდის.
ფოტო გადაღების ახალი ეპოქა
Galaxy S25 სერია გთავაზობს 4-ჯერ უფრო მდიდარ ფერს, წინა სერიასთან შედარებით. სმარტფონს შეუძლია დეტალების გადაღებაც, ნებისმიერი განათების პირობებში. გარდა ამისა, დაბალი განათების დროს, ვიდეოები არასდროს ყოფილა ასეთი მკაფიო, როგორც Galaxy S25-ით გადაღებისას. მძლავრ პროცესორზე დაფუძნებული Galaxy S25 აანალიზებს საგნების მოძრაობასა და დროს, რათა მიიღო უფრო მკვეთრი, ნათელი კადრები ნებისმიერ გარემოში.
Galaxy S25 Ultra-ს იცავს გამძლე ტიტანი და ახალი Corning® Gorilla® Armor 2 - პირველი მასალა, რომელიც მინაზე უფრო გამძლეა. ის აერთიანებს Corning-ის მინა-კერამიკას და ბრენდის საკუთრებაში არსებულ არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირულ დამუშავებას, რაც ხელს უწყობს დავარდნისას უფრო გაძლიერებულ დაცვას და ნაკაწრებისადმი მდგრადობას.
Galaxy S25 სერია გეხმარება, ახალ ეტაპზე გადაიყვანო შენი AI გამოცდილება და გახადო ყოველდღიურობა უფრო საინტერესო.
უახლესი ფლაგმანური Galaxy S25 სერიის გაყიდვა საქართველოში, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების ქსელებში, ძალიან მალე დაიწყება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.11:30
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.
• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G
• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl
• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO
ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.