მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

სახელმწიფოს მონაწილეობით ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის საქართველოში შემოსვლა ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა გამართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის" განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებთან.

მინისტრის მოადგილემ პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

„ამ მიზანს ემსახურება მთელი რიგი პროგრამები, ღონისძიებები, მათ შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც სწორედ ამისთვის შეიქმნა. ჩვენ დღეს ვაკვირდებით ქართულ, ეროვნულ სტარტაპ ეკოსისტემას, რომელიც რეგიონში გამორჩეულია, იზიდავს რეგიონულ სტარტაპებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გლობალური მოთამაშეები აქსელერატორების, ვენჩურული ფონდების, მენტორების, ინვესტორების და სხვადასხვა მოთამაშეების სახით არიან დღეს საქართველოში წარმოდგენილები და სულ უფრო მეტი ინტერესით აკვირდებიან ქვეყანაში ამ სექტორის განვითარებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პროგრამაში ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი მონაწილეობს - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute. პროგრამის მიზანია, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ინოვაციური სტარტაპების დახმარება გლობალურ ბაზარზე გასვლის, ინვესტიციების მოზიდვისა და შემდგომი განვითარების კუთხით.

აქსელერაციის ერთწლიანი სრული ციკლი სამ ფაზას მოიცავს, ამ ეტაპზე სტარტაპებისთვის პროგრამის პირველი, ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც Startupbootcamp და Plug and Play ახორციელებს, მიმდინარე წლის ივლისიდან მათ 500 Global და Founder Institute შეურთდება. პროგრამის ფარგლებში წელიწადში 160 სტარტაპი გაივლის აქსელერაციას. წარმატებული სტარტაპები ინოვაციების სააგენტოსგან ასევე მიიღებენ 150,000 ლარის ოდენობის გრანტს.

მინისტრის მოადგილემ Radio City- ში არსებული სამუშაო სივრცე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან და პროგრამის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერა. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ქვეყანაში სახელმწიფოს მონაწილეობით და ჩართულობით ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის შემოსვლა ახალი ეტაპის დასაწყისი და ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა იმ ეკონომიკურ ეფექტზე, რომელიც ზოგადად ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებამ მოიტანა.

„სახელმწიფოს მხრიდან, საგრანტო პროგრამაში დააახლოებით 40 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა, სტარტაპების გარკვეულმა ნაწილმა დაახლოებით 700 მლნ ლარის ინვესტიცია, შემოსავალი და სხვა ეკონომიკური სარგებელი დააგენერირა. ამან მოგვცა საფუძველი რომ დაგვეწყო მოლაპარაკება მსოფლიო დონის აქსელერატორებთან, რომლებშიც დღეს ქართული სტარტაპები მონაწილეობენ. შედეგად, მათ შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში გაიარონ აქსელეარცია, იმუშაონ თავიანთ ბიზნეს პროექტებზე, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ დასავლურ ბაზრებთან - როგორც კაპიტალის მოზიდვის, ისე მათი პროდუქტების განვითარების და მომხმარებელზე წვდომის ნაწილში. დარწმუნებულები ვართ, ეს კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ მიმართულებით, რასაც გლობალურ ბაზარზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და წარმატება ჰქვია", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image რუმინეთში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და რუმინეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით - ავთანდილ კასრაძე

11.03.2026.16:39

რუმინეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე რუმინეთის ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, მეწარმეობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეებს - იულიან კოსმინ მარგელოიუსა და ვიორელ ბალტარეცუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს მთავრობათაშორის ორმხრივ თანამშრომლობას და განსაზღვრეს კონკრეტული მიმართულებები პარტნიორობის გასაღრმავებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ქართული და რუმინული სტარტაპების ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემების დაახლოებას. მხარეებმა განიხილეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროექტების კომერციალიზაციას და მათთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, რუმინეთში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და რუმინეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.

“ვიზიტის ფარგლებში შევხვდით, როგორც რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ისე ქვეყნის წამყვან კვლევით და ინოვაციურ ინსტიტუტებს, სადაც განვიხილეთ სტარტაპ ეკოსისტემების განვითარება, ტექნოლოგიური მეწარმეობის მხარდაჭერა და ახალი ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები.” - აცხადებს GITA - ს თავმჯდომარე. 

სააგენტოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ინფორმატიკის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (ICI Bucharest) გენერალურ დირექტორთან, ადრიან ვიქტორ ვევერასთან. საუბრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის განვითარება იყო; რუმინულმა მხარემ ქართულ დელეგაციას AI ტექნოლოგიების სახელმწიფო სექტორში ინტეგრირების წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.

სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, რუმინეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების სააგენტოს (UEFISCDI) ხელმძღვანელს, ადრიან კურაჟს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს R&D მიმართულებით დაფინანსების სქემები და საერთაშორისო კონსორციუმებში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ინოვაციების მართვის ევროპულ მოდელებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს.

GITA -ს თავმჯდომარის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბად, შესაბამისად, მსგავსი საერთაშორისო პარტნიორობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინოვაციური კომპანიებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემებისთვის.”

სამუშაო ვიზიტის დასასრულს, სააგენტოს დელეგაცია Măgurele Science Park-ს ეწვია და პარკის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და კვლევით პოტენციალს გაეცნო.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ესწრებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა