მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

სახელმწიფოს მიერ მინიჭებული საგადასახადო შეღავათები სტარტაპ ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ ტექნოლოგიის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაზე - ავთანდილ კასრაძე

news image

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპები - Retain და Amblify გახდნენ. სტარტაპები ეწევიან ინოვაციური და გლობალური პოტენციალის მქონე საქმიანობას.

Retain ქმნის მომხმარებლის უკუკავშირის დამუშავებისა და მართვის ინოვაციურ სისტემას. პლატფრომა ავტომატურად ამუშავებს მომხმარებლისგან მიღებულ თითოეულ უკუკავშირს და მათ მზა ბიზნეს-რეკომენდაციებად აქცევს, რაც კომპანიის მენეჯმენტისთვის ამცირებს გადაწყვეტილების მიღების დროს და აუმჯობესებს ხარისხს. ვებ-გვერდი https://portal.retain.ge/

Amblify ქმნის პლატფორმას, რომლის საშუალებითაც, ზარმაცი თვალის მქონე პაციენტს შეუძლია გაიუმჯობესოს მხედველობა კლინიკაში ყოველდღიური ვიზიტების გარეშე. პლატფორმა იყენებს მეცნიერულად დამტკიცებული კონცეფციის მქონე ვიდეოთამაშებს. ვებ-გვერდი https://www.amblify.net/

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, GITA-თვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტი ქართული ტექნოლოგიური კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე და იღებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს.

“სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სტატუსი და საგადასახადო შეღავათები სტარტაპებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ ტექნოლოგიის განვითარებისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინოვაციური კომპანიების ზრდას და საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად ტექნოლოგიური მეწარმეობისთვის” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კომპანიებს სთავაზობს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომელიც ამცირებს ფინანსურ ტვირთს ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის და აძლევს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ პროდუქტის განვითარებასა და გუნდის გაძლიერებაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image რუმინეთში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და რუმინეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით - ავთანდილ კასრაძე

11.03.2026.16:39

რუმინეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე რუმინეთის ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, მეწარმეობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეებს - იულიან კოსმინ მარგელოიუსა და ვიორელ ბალტარეცუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს მთავრობათაშორის ორმხრივ თანამშრომლობას და განსაზღვრეს კონკრეტული მიმართულებები პარტნიორობის გასაღრმავებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ქართული და რუმინული სტარტაპების ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემების დაახლოებას. მხარეებმა განიხილეს საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროექტების კომერციალიზაციას და მათთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, რუმინეთში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და რუმინეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ეკონომიკის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.

“ვიზიტის ფარგლებში შევხვდით, როგორც რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ისე ქვეყნის წამყვან კვლევით და ინოვაციურ ინსტიტუტებს, სადაც განვიხილეთ სტარტაპ ეკოსისტემების განვითარება, ტექნოლოგიური მეწარმეობის მხარდაჭერა და ახალი ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები.” - აცხადებს GITA - ს თავმჯდომარე. 

სააგენტოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ინფორმატიკის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (ICI Bucharest) გენერალურ დირექტორთან, ადრიან ვიქტორ ვევერასთან. საუბრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის განვითარება იყო; რუმინულმა მხარემ ქართულ დელეგაციას AI ტექნოლოგიების სახელმწიფო სექტორში ინტეგრირების წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.

სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, რუმინეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების სააგენტოს (UEFISCDI) ხელმძღვანელს, ადრიან კურაჟს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს R&D მიმართულებით დაფინანსების სქემები და საერთაშორისო კონსორციუმებში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ინოვაციების მართვის ევროპულ მოდელებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს.

GITA -ს თავმჯდომარის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ჰაბად, შესაბამისად, მსგავსი საერთაშორისო პარტნიორობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინოვაციური კომპანიებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემებისთვის.”

სამუშაო ვიზიტის დასასრულს, სააგენტოს დელეგაცია Măgurele Science Park-ს ეწვია და პარკის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და კვლევით პოტენციალს გაეცნო.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ესწრებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა