მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0064
flag
AZN 1.5907
-0.0015
flag
CNY 37.678
-0.0029
flag
EUR 3.1366
-0.0166
flag
GBP 3.6275
-0.018
flag
KZT 50.32
-0.0002
flag
TRY 0.066
-0.0001
flag
USD 2.7051
-0.0017

საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპები უნდა გაძლერდნენ - Lineate Georgia-ს განვითრების მენეჯერი

news image

13-16 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი გაიმართა. ღონისძიებას 160-ზე მეტი ქვეყნის 2 600-ზე მეტ სტარტაპი, 70 000-ზე მეტი მონაწილე და 800-ზე მეტი ინვესტორი ესწრებოდა, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ოპერირებენ.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023 - ზე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, წელს მასშტაბური სივრცით იყო წარმოდგენილი. სამიტში მონაწილეობდა კომპანია Lineate Georgia.

სამიტის შესახებ Business Insider Georgia-Lineate Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერს, თორნიკე სულაბერიძეს ესაუბრა: 

როგორ შეაფასებდით სამიტს პორტუგალიაში და პანელური დისკუსიების მიღმა თუ გქონდათ პირისპირ შეხვედრები პოტენციურ კლიენტებთან?

წლევანდელმა Web Summit -მა საკმაოდ შთამბეჭდავად ჩაიარა, ძირითადი აქცენტები გაკეთდა ხელოვნურ ინტელექტზე და მის გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და საკანონმდებლო რეგულაციებზე.

გარდა პანელური დისკუსიისა, ჩვენ გვქონდა 15-მდე ორმხრივი შეხვედრა ჩანიშნული სხვადასხვა პოტენციურ კლიენტებთან FinTech-ის, AdTech-ისა და ლოგისტიკის სექტორში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული შეხვედრების საფუძველზე უახლოეს მომავალში შევიძენთ ახალ მომხმარებლებს ევროპულ ბაზარზე.

დამატებით, როგორც იცით, წელს Web Summit-ზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სსააგენტოს ორგანიზებით, საქართველო პირველად იყო სტენდით წარმოდგენილი. ამ ღონისძიებაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და საკმაოდ ბევრ ვიზიტორთან გვქონდა კომუნიკაცია, გარდა წინასწარ ჩანიშნული B2B შეხვედრებისა.

რომ შევაჯამო, საკმაოდ საინტერესო და წარმატებული გამოდგა სამიტი და მომავალ წელსაც ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას.

პორტუგალიაში გამგზავრებამდე Lineate Georgia-მ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ ქართული კომპანია ამერიკულის ნაწილია, ამ გლობალურ სამიტზე საქართველოს წარადგენდა. როგორ წარდგა საქართველო ამ სამიტზე და მოხდა თუ არა იმ პოტენციალის წარმოჩენა რაც ქვეყანას გააჩნია?

როგორც, აღვნიშნე, საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი სტენდით. რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მსგავსი აქტივობები მნიშნველოვანია ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტექ სექტორის ბუმს საქართველოში.

როგორც იცით, Web Summit-ი  არის ყველაზე დიდი ღონისძიება ჩვენ სექტორში და ღირსეულად წარმოჩენა ხელს უწყობს აღნიშნულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას. საქართველო უკვე წლებია თავს იმკვიდრებს როგორც, საინტერესო ტურისტული ადგილმდებარეობის მქონე ქვეყანა მსოფლიოში. ჩემი აზრით, ტურიზმის სექტორის მსგავსად, ჩვენ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი ტექნოლოგიურ სექტორში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სახელმწიფოს მიერ ქვეყნის პოპულარიზაცია ამ მიმართულებით.

სამიტზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს მოუსმინეთ - თუ შეიძლება გვითხარით რა პრიორიტეტები გამოიკვეთა რეგიონში და ზოგადად რა უნდა გაკეთდეს  ქვეყანაში TECH მიმართულებით, რათა განვითარებული ქვეყნების გვერდით აღმოვჩნდეთ? რა არის ჩვენი პოტენციალი და როგორია ჩვენი ბაზრისადმი მოთხოვნა და ინტერესი?

ზოგადად რეგიონის ძირითადი უპირატესობააა ბიზნესგარემო და ხელმისაწვდომი ტალანტი. იმისათვის რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტექ გარემო რეგიონში და კერძოდ, საქართველოში აუცილებელია, ხელი შევუწყოთ მიმდინარე პროცესებს, ვგულისხმობ საერთაშორისო ტექ კომპანიების საქართველოში გადმოსვლას. ამისათვის საჭიროა, კიდევ უფრო მეტი ტალანტის გადამზადება, ციფრული განათლების გაუმჯობესება და ასევე, სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტის არსებობა.

ამასთანავე, ქვეყანა ეტაპობრივად უნდა გაძლიერდეს ტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით.

მოხარული ვარ, რომ Web Summit-ზე გარდა ტექ კომპანიებისა ქართული სტარტაპებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი. სწორედ მათი წარმატება განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ტექ მიმართულებით უკვე წარმატებული სახელმწიფოების სიაში ყოფნას.

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ქართული TECH/IT მიმართულების კომპანიების ჩართულობა და რატომ?

Web Summit -ი არის მსოფლიოში უდიდესი ტექ ღონისძიება, სადაც დაახლოებით 70 000 მდე მონაწილე და ასობით კომპანია იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ სამიტზე ღირსეულად წარმოდგენა მნიშვნელოვანია როგორც კერძო კომპანიებისათვის ასევე, საქართველოსთვის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ციფრული აქტივების მარკეტ მეიქინგის საფუძვლები

21.08.2025.11:03

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ მარკეტ მეიქინგი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ფინანსური ბაზრების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის — და ეს ეხება არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ ინოვაციურ კრიპტო ბაზრებსაც.

სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ კრიპტო ბაზარზე ზოგიერთი სპეციალიზებული კომპანია და მსხვილი ბირჟები (მაგალითად, WhiteBIT-ის მარკეტ მეიქერების პროგრამა) სთავაზობენ მარკეტ მეიქინგის სერვისებს. ისინი კრიპტო ვალუტების ბაზრებზე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ლიკვიდურობის უზრუნველყოფაში, ფასების მერყეობის შემცირებაში და სავაჭრო ოპერაციების ეფექტურად შესრულებაში მყიდველებსა და გამყიდველებს შორის.

ამ სტატიაში ახსნილია ციფრული აქტივებისთვის მარკეტ მეიქინგის ძირითადი პრინციპები, მისი მნიშვნელობა და ის პრობლემები, რომელთაც იგი აგვარებს ტოკენიზებულ ეკონომიკებში.

რას ნიშნავს მარკეტ მეიქინგი?

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა აჩვენებს, რომ მარკეტ მეიქინგი გულისხმობს სხვადასხვა კრიპტო ვალუტებისთვის ყიდვისა და გაყიდვის ფასების ციტირებას, რაც კრიპტო ბაზარზე შეუფერხებელ ვაჭრობას უზრუნველყოფს.

მარკეტ მეიქერები არიან სუბიექტები ან ინდივიდები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ბაზარში ლიკვიდურობის შენარჩუნებაზე — მათ ყოველთვის აქვთ მზადყოფნა, იყიდონ ან გაყიდონ აქტივები ნებისმიერ დროს.

ისინი ამცირებენ ე.წ. bid-ask spread-ს — სხვაობას იმ ფასს შორის, რომელსაც მყიდველი სთავაზობს და იმ ფასს შორის, რომელსაც გამყიდველი ითხოვს. ამ გზით, კრიპტო ბაზარი ხდება უფრო ეფექტური და სტაბილური კრიპტო ვალუტების ვაჭრობისთვის.

რა პრობლემებს აგვარებენ კრიპტო მარკეტ მეიქერები?

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა ნათლად აჩვენებს, რომ კრიპტო მარკეტ მეიქერები ფინანსურ ბაზრებში რამდენიმე არსებით პრობლემას აგვარებენ:

  • ლიკვიდურობის უზრუნველყოფა.
    მარკეტ მეიქერები უზრუნველყოფენ ლიკვიდურობას და ქმნიან მუდმივად მოქმედ კრიპტო ბაზარს, სადაც შესაძლებელია ციფრული აქტივების ყიდვა ან გაყიდვა ნებისმიერ დროს. მათი მონაწილეობა ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობას, რაც კრიპტო ტრეიდერებისთვის ბაზარს უფრო მიმზიდველს ხდის.
  • ფასების მერყეობის შემცირება.
    მუდმივად ყიდვისა და გაყიდვის შეთავაზებებით, მარკეტ მეიქერები ამცირებენ მკვეთრ ფასობრივ რყევებს და უწყობენ ხელს სტაბილურ და პროგნოზირებად ფასებს კრიპტო ვალუტებზე.
  • ბაზრის ეფექტიანობის გაუმჯობესება.
    ისინი აჩქარებენ სავაჭრო პროცესს, ამცირებენ ოპერაციების შესრულების დროს და ამით აუმჯობესებენ კრიპტო ბაზრის საერთო ეფექტიანობას.
  • ბაზრის სტაბილურობა.
    მათ მიერ ბაზარში თანმიმდევრული მონაწილეობა ხელს უწყობს კრიპტო ვალუტების ბაზრის მდგრადობასა და სანდოობას.

როდის არის საჭირო მარკეტ მეიქერის სერვისები?

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი შემთხვევა, როდესაც მარკეტ მეიქერის მომსახურება აუცილებელია კრიპტო ბაზარზე:

  1. ახალი ტოკენების გამოშვებისას.
    როდესაც ახალი კრიპტო ვალუტები გამოდის ბაზარზე, მარკეტ მეიქერები ეხმარებიან სტაბილური სავაჭრო გარემოს შექმნაში და ზრდიან საწყის სავაჭრო ინტერესს ინვესტორების მხრიდან.
  2. დაბალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები.
    თუ აქტივი არ გამოირჩევა მაღალი სავაჭრო მოცულობებით, მარკეტმეიქერები კრიტიკულად მნიშვნელოვალნი არიან. ისინი უზრუნველყოფენ საჭირო ლიკვიდურობას, რაც კრიპტო ბაზარზე ვაჭრობის განხორციელებას შესაძლებელს ხდის.
  3. მოცულობითი ტრანზაქციები.
    ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ან კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ მსხვილი ტრანზაქციების განხორციელებას, მარკეტ მეიქერები ხელს უწყობენ ფასზე მინიმალური ზეგავლენის პირობებში ოპერაციების შესრულებას — ისე, რომ მნიშვნელოვანი ფასობრივი რყევები არ მოხდეს.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა