მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიის კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა

news image
mbc image

სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“-მ წარმატებით დაასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიაში ტესტირების ბოლო ეტაპი.


რეგულირების ლაბორატორია - ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი ჩარჩოა, რომელიც იდეის, საჩვენებელი მოდელის  და რეალურ გარემოში ტესტირების სამ ეტაპს მოიცავს.


პროექტის ფარგლებში, „კრედიტინფო საქართველო“ ტესტირების რეჟიმში სთავაზობდა მომხმარებლებს იდენტიფიკაციისთვის დამატებითი ტექნიკური გადაწყვეტილების დანერგვას, რომელიც ეფუძნება უკვე არსებულ და მოქმედ სერვისს-„MyCreditInfo“. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს იდენტიფიკაციის პროვაიდერის (Identity Provider) სერვისის მიწოდებას, რაც მომხმარებლებს უსაფრთხო და ეფექტური იდენტიფიკაციის ინოვაციურ გზას სთავაზობს.


რეგულირების ლაბორატორიაში განხორციელებული დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად შევიდა შესაბამისი ცვლილება „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №193/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული სერვისის ოპერირების წესებს და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას არსებულ მარეგულირებელ ჩარჩოსთან.


საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორია მიესალმება ყველა ინოვაციური პროცესის/პროდუქტის დანერგვის ინიციატივას, ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვას, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც დაინტერესებული სუბიექტებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.


დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან/და რეგულირების ლაბორატორიის პროექტებში ჩართვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს: innovationoffice@nbg.gov.ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა