მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში - ვახტანგ თურნავა

news image

ბოლო სამ წელში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში - საშუალოდ, 7 000 ლარიანი ხელფასით თვეში. ხოლო, დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე სწრაფად სწორედ IT მიმართულებით იზრდება, - აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვახტანგ თურნავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, ხელისუფლების მთავრობის მიზანია, საქართველო გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს ექნებათ იდეალური პირობები დისტანციური მუშაობისთვის.

„2030 წლის სტრატეგიული განვითარების ხედვის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნოლოგიური სფეროს წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და ინოვაციების განვითარების წინაპირობაა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: საერთაშორისო სტატუსის მქონე ტექ.კომპანიებისთვის გამარტივდა ქვეყანაში რეგისტრაცია და საგადასახადო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით;

პროგრამისტი ფიზიკური პირი ნაცვლად 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისა, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების გზით იბეგრება 1%-ით (500 000 ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში, 500 000 ლარის
ზევით 3%-ით);

ტექ.სფეროში მომუშავე უცხოელი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებისთვის გამარტივდა ბინადრობის უფლების მოპოვება;

საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყანამ გაიუმჯობესა მაჩვენებელი და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა ჩვენთან ცხოვრება.

ამ ყველაფრის შედეგად, ბოლო სამ წელში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში - საშუალოდ, 7 000 ლარიანი ხელფასით თვეში. ხოლო, დასაქმების
მაჩვენებელი ყველაზე სწრაფად სწორედ IT მიმართულებით იზრდება.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროგრესის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. ამისთვის კი, საჭიროა ძლიერი საინფორმაციო კამპანია გლობალური მასშტაბით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება და არა მხოლოდ ადგილობრივი კადრების გაზრდაზე ზრუნვა, არამედ უცხოელების მოზიდვა, რათა მარტივად და სწრაფად შეძლონ საქართველოში გადმოსვლა, ბინადრობის უფლების მოპოვება და აქედან დისტანციურად მუშაობა“, - აცხადებს ვახტანგი თურნავა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image GITA სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ქართველი ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს

04.07.2025.11:30

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ემიგრანტი ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ ბანაკებს იწყებს. აგვისტოს თვეში, GITA სამი სხვადასხვა მიმართულების ბანაკს განახორციელებს.

• 2025 წლის 1-6 აგვისტოს, კახეთში, ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის Tech Connect ბანაკი გაიმართება. ბანაკი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტი და საქართველოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათი STEAM და ინოვაციური მეწარმეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ასევე თანამშრომლობითი და კულტურათაშორისი კავშირების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/0NEk1G

• 2025 წლის 10-15 აგვისტოს, კახეთში, 9-12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM ბანაკი გაიმართება. პროექტის მიზანი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობადობის ამაღლება და ამავე მიმართულების პროფესიებში მათი როლის გაზრდაა. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/JnE8pl

• 2025 წლის 18-23 აგვისტოს, ბაკურიანში, ხელოვნური ინტელექტის ბანაკი გაიმართება, რომელიც განკუთვნილია 1-4 კურსის სტუდენტებისთვის მთელი საქართველოდან. აღნიშნული ბანაკი განკუთვნილია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: კომპიუტერული მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები; ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ბიზნეს მენეჯმენტი, ფინანსები და მასთან დაკავშირებული მიმართულებები. რეგისტრაციის ბმული - https://apps.mygita.ge/zs/b9D5VO

ბანაკში მონაწილეობა და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი სრულად უზრუნველყოფილია სააგენტოს მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ ცოდნისა და ინტერესის გაზრდას და მათი უნარების განვითარებას ამ სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა