მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი

news image

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საერთაშორისო ბრენდის IT სკოლა გაიხსნება. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

„ასევე საერთაშორისო IT სკოლა ბრენდი შემოგვყავს, რომელიც არის ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებისთვის. შესაბამისად, მოსახლეობას ექნება ფუფუნება, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვები წაიყვანონ ამ შენობაში და ძალიან მაღალი დონის ტრენერებთან ერთად მიიღონ ცოდნა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პროფესიებს დაეუფლონ, რომლებიც ბავშვებს ძალიან უყვართ და ტექნოლოგიებს დასაწყისშივე ეზიარონ. 

ასევე, აქ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 150-მდე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოვიყვანეთ ქვეყანაში იმ ახალი საგადასახადო რეფორმის შედეგად, რომელიც ამ სექტორს საქართველოს მთავრობამ შესთავაზა.

ჩვენ გვინდა, რომ ეს საერთაშორისო წამყვანი  IT ძალა ასევე ჩავიდეს და იცხოვროს ქუთაისში, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება იქაური უძრავი ქონების ბიზნესის მიმართულებისთვის, ასევე ქუთაისის ეკონომიკის ზრდისთვის და მეორეს მხრივ დამატებითი დასაქმების შესაძლებლობაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კასრაძემ.

მისი თქმით, უკვე 15 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მზად არიან, რომ რეგიონული ოფისები გახსნან.

„მათთვის საინტერესოა ყველა ის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტექნოლოგიური კომპანიების მისამართით. მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ ყველაზე სწრაფად ზრდის პოტენციალი და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ეს მიმართულება. საქართველოში არსებულ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ მიმართულებას, რომ რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური კომპანია იყოს და ამ მხრივ თუნდაც მუზეუმის კომპონენტი, საერთაშორისო IT სკოლის კომპონენტი, ქართველებმა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ამ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობისთვის, იმისთვის, რომ მივიღოთ მაღალი ხელფასი“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ. 

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image თიბისის მხარდამჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა

06.05.2025.10:21

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

 

ეროვნული AI ოლიმპიადის პირველ ტური 27 აპრილს გაიმართა და მასში მონაწილეობა IX-XII კლასის 100-მდე მოსწავლემ მიიღო მთელი საქართველოდან, მეორე ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადავა.

 

მეორე, ფინალური ტურის შედეგების მიხედვით კი, რომელიც  მაისის ბოლოს ჩატარდება, ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება. 4-წევრიანი ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 

 

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.  

 

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა