როგორ ვითარდება და რა გამოწვევების აქვს IT ინდუსტრიას - Lineate-მა ICT ასოციაციის კვარტალურ შეხვედრას უმასპინძლა
ტექ კომპანია ლინეიტმა , საქართველოს ICT ასოციაციის კვარტალურ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ასოციაციის ხელმძღვანელობამ ორგანიზაციის წევრებს თავისი საქმიანობის კვარტალური შედეგები გააცნო.
„ვუმასპინძლეთ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ასოციაციის წევრებს, რომლებიც მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის მენეჯმენტმა წევრებს საქმიანობის კვარტალური შედეგები გააცნო და მომავალ გეგმებზე ესაუბრა “, - განაცხადა ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა თორნიკე სულაბერიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სააგენტოების წარმომადგენლები, მათ შორის GITA -ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თამუნა კორიაული.
„მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებას გააცნეს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დანერგვასაც სააგენტოები მიმდინარე წელს აპირებენ.
ასევე, ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ Galt & Taggart-ის წარმომადგენლები რომელთაც წარმოადგინეს ტექსექტორის კვლევის პრეზენტაცია და კომპანიებს 2023 წლის შედეგები გააცნეს“, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ .
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate 2022 წელს შემოვიდა საქართველოს ბაზარზე და მას შემდეგ იზრდება.
„დღეის მდგომარეობით Lineate-ს საქართველოს ოფისში 150-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ ვგეგმავთ, საქართველოს ოფისის გაფართოებას, რადგან ის წარმოადგენს ევროპული ჰაბს და აქედან ვმართავთ ოფისებს სომხეთსა და პოლონეთში. რაც შეეხება სექტორის ზრდას, ეს თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე ჩვენ მიერ მიწოდებული სერვისების მოთხოვნის რაოდენობით და ასევე, სექტორში დასაქმებულების სტატისტიკით.
დამატებით, ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას Dev School. ახლახან Dev School-ის ფარგლებში ჩვენ 1000-მდე განაცხადიდან შევარჩიეთ 10 წარმატებული სტუდენტი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ იმუშაონ რეალურ პროექტებზე და შემდგომ დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში“, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.
საქართველოს ICT ასოციაციის ბორდის წევრის ნათია სირბილაძის შეფასებით, IT სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია.
„შეხვედრაზე შევაჯამეთ ასოციაციის საქმიანობის კვარტალური შედეგები. განვიხილეთ სასწავლო პლატფორმის საკითხი, რომლის გაშვებასაც ერთ თვეში ვაპირებთ. ჩვენს ასოციაციაში შემავალ ორგანიზაციებს საკმაოდ დიდი რესურსი აქვთ სასწავლო მიმართულებით. ვგეგმავთ, რომ ასოციაციის ჭრილში ეს სასწავლო რესურსები გახდეს ხილვადი და ხელმისაწვდომი. ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება ყველა ორგანიზაციის სასწავლო კურსი“, - განაცხადა ნათია სირბილაძემ.
ამასთან, საქართველოს ICT ასოციაციის ბორდის წევრმა დადებითად შეაფასა Galt & Taggart-მა პრეზენტაცია,რომელიც IT სექტორის კვლევას მიეძღვნა.
„საკმაოდ საინტერესო სექტორული კვლევა წარმოადგინა Galt & Taggart-მა. ასოციაციაში შემავალმა ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ასევე განხორციელდა GITA 2.0-ის პრეზენტაცია, ხოლო „აწარმოე საქრთველოს“ პროექტის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა საგრანტო პროგრამების წარდგენა, რაც ჩვენი ასოციაციის წევრი ორგანიზაციების შემდგომი საქმიანობისა და განვითარებისთვის საკმაოდ საინტერესო და ფასეული ინფორმაციაა“, - განაცხადა ნათია სირბილაძემ.
„აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილის თორნიკე ზირაქიშვილის შეფასებით, საქართველოს IT სექტორი სწრაფად ვითარდება და ამ ფონზე სააგენტოს ჩართულობა პროცესებში მნიშვნელოვანია:
„ICT ასოციაციის ღონისძიების ფარგლებში წარმოვადგინეთ ჩვენი ახალი პროგრამის პრეზენტაცია. რომელიც მოიცავს ინდივიდუალურ ექსპოგრანტს. ამით საშუალებას ვაძლევთ IT კომპანიებს, რომ მათ არჩეულ ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოსა და ჩვენი სააგენტოს დაფინანსებით. ეს კარგი შესაძლებლობაა სააგენტოებისთვის, რომ მოიძიონ ახალი კლიენტები, გააფორმონ ახალი კონტრაქტები და გაეცნონ მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს. ეს პროექტი ამოქმედდა აპრილიდან. უკვე გვყავს 10 ბენეფიაცირი და ჩვენი მიზანია, რომ მეტი IT კომპანია გახდეს ამ პროექტის მონაწილე“, - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის შეფასებით დღეს IT ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში.
„იზრდება შემოსავლები და ტექნოლოგიური ექსპორტი, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები ახორციელებენ. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი მჭიდრო პარტნიორობით უზრუნველვყოთ შემდეგი ნაბიჯები. დავამტკიცეთ GITA 2.0-ის სტრატეგია და ამის ფარგლებში ICT ასოციაციის წევრებს გავაცანით ის ახალი ინიციატივები, რომელიც ამ კომპანიებს შეეხებათ. მნიშვნელოვანია როგორც უზრუნველვყოთ ის, რომ უფრო მეტი ფული ჩაიდოს კვლევებსა და განვითარებაში, ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნაში.
ახალი კანონმდებლობის იმპლენემტაცია აქტიურ რეჟიმშია. წლის ბოლოს კანონსაც დავამტკიცებთ, რომელიც საშუალებას მისცემს სტარტაპებს ისარგებლონ 0%-იანი საგადასახადო შეღავათით პირველი სამი წლის განმავლობაში. ასევე შესაძლებლობას მისცემს ინოვაციურ მცირე და საშუალო სტატუსის მქონე კომპანიებს ისარგებლონ 500%-იანი ჩათვლის მექანიზმით კვლევასა და განვითარებაში დახარჯულ თანხებთან მიმართებით და შესაბამისად ეს ერთობლიობაში ქმნის იმ ეკოსისტემას, რაც უზრუნველყოფს ინოვაციების შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მისი თქმით, IT სექტორის განვითარების ფონზე, იგეგმება ხელოვნური ინტელექტის გაქართულება.
„პროცესი უკვე დაიძრა, რათა ქვეყნის ეროვნული სტრატეგია დაიწეროს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. გარდა ამისა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრის ჩამოყალიბება. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მიდის ინტენსიური განხილვა, თუ რა ფორმატით უნდა შეიქმნას ეს ცენტრი, როგორი უნდა იყოს მისი სტაფი და მკვლევრების კვალიფიკაცია და რა მიმართულებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული“, -განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მისი ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი სავარაუდოდ 2025 წლის დასაწყისისთვის შეიქმნება.
„მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დაიწყება მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გაქრთულებაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აწყობა, რადგან უნდა გაკეთდეს დატა ცენტრი, რათა ქართულ ენაზე მოხდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება. მოლაპარაკებები გვაქვს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ დაგვეხმარონ და მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად გვჭირდება“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
როდის გაიხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
12.03.2026.15:00
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით უნიკალური სივრცე იქნება, როგორც ცნობილია, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობაში განთავსდება ინტერაქტიული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი, კრეატიული სწავლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის და გარე რეკრეაციული სივრცე, მათ შორის განახლებული ხელოვნური ტბა. პროექტი არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო ტურისტებს მოიზიდავს, ხოლო მისი მიზანია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სიყვარული ახალგაზრდებში ჩამოყალიბდეს და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყოს ხელი.
„პირველ რიგში მნიშვნელობას გავუსვამ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი მთლიანად რეგიონალური თვალსაზრისით და რეგიონში არ ვგულისხმობ იმერეთის რეგიონს - ვგულისხმობ, საერთოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. გამომდინარე იქედან, რომ ბევრი უნიკალური სივრცე განთავსდება, პირველ რიგში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იქნება ვიზიტორი ამ სივრცის, წაიყვანს ბავშვებს, ახალგაზრდებს. ის არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიების სიყვარული სწორედ იქ ჩამოყალიბდეს, რაც მათი მომავალი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ყველა ექსპონატი უკვე ნაყიდია და საქართველოში არის ჩამოსული.
მოგეხსენებათ, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში, სადაც განთავსება ტექნოლოგიური ჰაბი. ზუსტად, რომ ავუხსნათ პროგრესი მოსახლეობას, ძალიან რთული შენობაა და ამიტომ წაიღო დრო რომ სწორად გაკეთდეს. ინფრასტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაშინ ერთმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და დაავალეს, რომ პარლამენტი გადასულიყო და რა სამუშაო პირობები ჰქონდათ მათ არავინ არ წუხდა მაგაზე და იქ სუნთქვა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ მთლიანად დავასრულეთ გაგრილების სისტემის რეაბილიტაცია, რომ ჩვენი მოქალაქეები კომფორტულად გრძნობდნენ თავს იმ შენობაში, ასევე შესასვლელები მთლიანად მოწესრიგდა, ხელოვნური ტბა ასევე რომელიც იქ არსებობდა და მხოლოდ ერთხელ გახსნისას აავსეს წყლით, ჩვენ მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია და მშვენიერი სარეკრაციო სივრცე იქნება. აღმოსავლეთის შესასვლელის რეაბილიტაცია თითქმის დამთავრებულია და მიდის გადახურვის სისტემის სრული რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან დიდი ხარვეზები იყო და სწრაფად ცდილობდნენ ამ შენობის გახსნას და ძალიან ბევრი შეცდომებია მშენებლობის პროცესში დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც ახლა ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს.
მიმდინარეობს შიდა რემონტი, სადაც მთლიანად მოხდა უკვე დემონტაჟი ყოფილი კაბინეტების, რომ ეს უკვე გადაკეთდეს ტექნოლოგიებისთვის შესაბამის სივრცეებად და დაწყებულია უკვე სარემონტო სამუშაოები. გეგმა გვაქვს, რომ მაისის ბოლოს უკვე ეს სივრცე ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აქ იქნება წარმოდგენილი არამარტო მუზეუმი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი და ყველაზე წამყვანი ლაბორატორიებით, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი განთავსდება აქ, განთავსდება ასევე მნიშვნელოვანი სასწავლო კრეატიული და ტექნოლოგიების მიმართულებით ცენტრი, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაშია დღეს და საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი ექსკლუზიურად მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის და ძალიან უნიკალური სივრცე, გარე რეკრეაცია ასევე ხელოვნური ტბა და მუზეუმი ერთობლიობაში ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უნიკალურ სივრცეს ქმნის და არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ვფიქრობთ რომ ტურისტებისთვისაც ერთ-ერთი თვალსაჩინო, სანახავი ადგილი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი“, - განმარტავს ავთანდილ კასრაძე.