როგორ განვითარდა ქვეყანაში IT სფერო და როგორია მოთხოვნა დარგის სპეციალისტებზე - ვაკო თურნავა არსებულ მაჩვენებლებსა და გამოწვევებზე
განათლება - ეს ისეთი სფეროა, რომელიც საკმაოდ სწრაფად იცვლება. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში უკვე გვყავს, სადღაც 30 000 IT დეველოპერი, რომელიც არ არის საკმარისი. ,,სადღაც 4 წლის წინ იყო, სულ რაღაც 5000 სპეციალისტი იყო. 6-ჯერ განვითარდა ეს სფერო. ამერიკას დღეს დაახლოებით ერთი მილიონი პროგრამისტი აკლია, ასევე ერთი მაგდენი აკლია ევროკავშირს, ამიტომ არიან ინდოეთში კომპანიები, რომელსაც 200 000 - 150 000 თანამშრომელი ჰყავთ. საერთაშორისო ტენდენციებს, რომ შევადაროთ ჩვენ რა თქმა უნდა სწავლის კომპონენტის გაძლიერება გვჭირდება, რომ უფრო მეტი ტექ ტალანტი იყოს საქართველოში და უფრო მეტი მიწოდება იყოს. იმიტომ, რომ როგორც გითხარით მოთხოვნა ძალიან დიდია. მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ განათლების კომპონენტს, ვუწყობთ კიდევაც. არის ძალიან ბევრი გრანტები, ძალიან ბევრი სკოლები გაიხსნა, აკადემიები გაიხსნა და ამასთან, რა აქვს ამ პროფესიას, რომ არ არის აუცილებელი 4 წელი ისწავლო, მერე მაგისტრატურა გაიარო და ა.შ - არა, პირიქით შეუძლია უკვე სკოლას, რომ ადამიანი დაამთავრებს, სადღაც 1 წელი ისწავლოს და უკვე ჰქონდეს ჯუნიორ დეველოპერის სტატუსი, რომელიც 2000 ლარის ოდენობის ხელფასს ნიშნავს. რა თქმა უნდა ამ სფეროში 80% ისეთი ხალხი მუშაობს, რომელსაც არასდროს არ ჰქონია ტექთან ურთიერთობა და მე როცა ვიყავი ბიზნესში, მაშინ გვყავდა მსახიობებიც, ბუღალტრებიც და ასე შემდეგ. რადგან მათ იცოდნენ, რომ უფრო მეტად დაფასებული იყო ეს საქმიანობა, ფინანსურად ვგულისხმობ“, - აცხადებს ვატო თურნავა.
სხვა სიახლეები
03.09.2025.09:00
Robo Coder - მა ახალ, მეექვსე სეზონზე რეგისტრაცია განაახლა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო ბექაურმა განუცხადა.
გაიხსნა რეგისტრაცია Robo Coder ის მე-6 სეზონზე. წელს კვლავ ვუხსნით ბავშვებს კარს Lego-ს, რობოტოტექნიკის და პროგრამირების სამყაროში.
რატომ Robo Coder -ი ?
Robo Coder -ის სასწავლო პროგრამებზე შეძენილი უნარები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე სამყაროში;
ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი. პედაგოგები , რომლებიც მუშაობენ ჩვენს ცენტრში რამოდენიმე წელი, იცნობენ თითოეულ ბავშვს, იციან მათი ძლიერ მხარეები და გარდაქმნიან სწავლას საოცარ თავგადასავლად;
Robo Coder -ის გარემო უქმნის ბავშვებს და მათ მშობლებს კომფორტის და ნდობის შეგრძნებას, ბავშვებს უხარიათ თითოეულ გაკვეთილზე მოსვლა;
სასწავლო პროგრამები მორგებულია ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე ბავშვზე .
მსურველებს შეუძლიათ სარეგისტრაციო ფორმის შევსება და შემდეგ კომპანიის
წარმომადგენელთან პირადი კონსულტაციის საფუძველზე შესაბამისი ჯგუფის შერჩევა. მეცადინეობები ჩატარდება როგორც კვირის დღეებში, ასევე შაბათსა და კვირას.
სარეგისტრაციო ფორმა :
https://forms.gle/LYFYhUBoBgr7mXNZ8
პროგრამები გათვლილია 3-15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებზე;
Lego რობოტოტექნიკის და პროგრამირების კურსი 10-15 წლის მოზარდებისთვის - “Mindstorms " 1, 2 და 3 დონე :
https://www.facebook.com/share/p/1AppbGsZGM/?mibextid=wwXIfr
Lego კონსტრუირების კურსი 8-10 წლის ბავშვებისთვის - “მანქანები და მექანიზმები":
https://www.facebook.com/share/p/1CCqpbBtkJ/?mibextid=wwXIfr
“ვიზუალური პროგრამირების კურსი “ 7-9 წლამდე ბავშვებისთვის :
https://www.facebook.com/share/p/178A6AF7zh/?mibextid=wwXIfr
Lego რობოტოტექნიკის კურსი 6-8 წლამდე ბავშვებისთვის - " WeDo " 1 და 2 დონე :
https://www.facebook.com/share/v/19au5j9W8u/?mibextid=wwXIfr
Lego კონსტრუირების კურსი 5-6 წლის ბავშვებისთვის- “ მარტივი მექანიზმები და მათემატიკა” :
https://www.facebook.com/share/p/19g8mD71td/?mibextid=wwXIfr
შემოქმედებითი კურსი 3-5 წლამდე ბავშვებისთვის- " შექმენი შენი Lego ისტორია " 1 და 2 დონე:
https://www.facebook.com/share/p/19ZgErmymv/?mibextid=wwXIfr
სრული კურსის საფასურის წინასწარი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20 % -იანი ფასდაკლება .
10 %-იანი ფასდაკლება მოქმედებს დედმამიშვილების სწავლის შემთხვევაშიც .
გარდა, Lego საგანმანათლებლო კურსებისა დავამატეთ ვიზუალური პროგრამირების მიმართულებაც, რომელზე რეგისტრაციაც ოქტომბრიდან დაიწყება.
დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 595126410 ან მიწეროთ ROBO Coder-ს ფეისბუქ გვერდზე.
მეცადინეობები ჩატარდება საბურთალოზე , შემდეგ მისამართზე : ე. მაღალაშვილის ქ.5 (შანხაი).